51 წლის ვენსან კასელი 20 წლის მეგობარ გოგონას დაშორდა

51 წლის ვენსან კასელი 20 წლის მეგობარ გოგონას დაშორდა

ვენსან კასელი და თინა კუნაკი 2 წლის მანძილზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. ყველა ფიქრობდა, რომ წყვილის ურთიერთობა იდეალური იყო - პაპარაცები ხშირად იღებდნენ მათ რომანტიკული შეხვედრების დროს, სოციალურ ქსელებში კი მსახიობი და მოდელი ხშირად ათავსებდნენ ერთად გადაღებულ ფოტოებს. თუმცა, ფრანგული მედიის ინფორმაციით, 51 წლის კასელი და 20 წლის თინა ერთმანეთს დაშორდნენ.

ინფორმაციას ისიც ადასტურებს, რომ ყოფილი შეყვარებულები „ინსტაგრამზე“ ერთმანეთის მიმდევრები აღარ არიან. დაშორების მიზეზად თინასა და რეპერის A$AP Rocky ურთიერთობას ასახელებენ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ნიუ-იორკში.

ვენსანმა და თინამ ერთმანეთი იბიცაზე დასვენებისას გაიცნეს. მოდელის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა, რომ მან ცნობილი მსახიობი გაიცნო, რადგან ის ფერმაში გაიზარდა და ბავშვობაში კინოში არასოდეს დადიოდა.

წყარო elle

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს