როგორ დაეხმარება პრინცების ფოტო მარტოხელა დედას, შვილს სწავლის თანხა გადაუხადოს

როგორ დაეხმარება პრინცების ფოტო მარტოხელა დედას, შვილს სწავლის თანხა გადაუხადოს

სამეფო ოჯახის წევრების ეს ფოტო უამრავი გამოცემის გარეკანზე მოხვდა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შობაზე გადაღებულ სურათებს შორის ყველაზე "ცოცხალი" და საინტერესოა.

მისი ავტორი ნორფოლკის საგრაფოში მცხოვრები 39 წლის ქალია, კერენ ანვილი, რომელიც იმედოვნებს, რომ ფოტო მას შვილის უნივერსიტეტის გადასახადის დაფარვაში დაეხმარება.

კერენი ჰყვება, რომ მისმა 17 წლის შვილმა, რეიჩელმა მოისურვა, შობას მარიამ მაგდალინელის ეკლესიასთან მისულიყო და დაენახა სამეფო ოჯახი, რომელიც, ტრადიციულად, შობის რიტუალს სწორედ ამ ტაძარში ესწრება.

კერენი და რეიჩელი უნებურად მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცნენ. თავდაპირველად ქალმა პრინცების და მათი რჩეულების ფოტო "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე განთავსა და სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა. კერენს უამრავმა გამოცემამ დაურეკა თხოვნით, მიეცა ნება, საკუთარი ვებ-გვერდებსა თუ ჟურნალებში გამოეყენებინათ.

"თავდაპირველად ვპასუხობდი : "რა თქმა უნდა, აიღეთ!" ვერ ვერკვევი ასეთ დეტალებში," - ამბობს კერენი.

თუმცა ცოტა ხანში "ტვიტერის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა მას უთხრა, რომ საავტორო უფლების შესახებ უნდა განაცხადოს და ფოტოს გამოყენებისთვის თანხა მოითხოვოს.

"არ მიყვარს აფიშირება, რომ მარტოხელა დედა ვარ, თუმცა ეს ნამდვილად ასეა. 2 ადგილას ვმუშაობ და ამით ძალიან ვამაყობ. თუკი მომეცა საშუალება, გადავუხადო ჩემს შვილს განათლებისთვის საჭირო თანხები, ეს ხომ არაჩვეულებრივი იქნება?!" - ამბობს ანვილი.

კერინის თქმით, ძალიან ემოციური და ხმამაღალია, როდესაც სამეფო წყვილები მასთან ახლოს მივიდნენ, ის იმდენად ხმაურობდა, რომ მათი ყურადღების მიქცევა შეძლო, ფოტოც შესანიშნავი გამოვიდა.

წყარო BBC

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს