აივანზე მოსაწევად გასული 70 წლის ქალი ქარმა ქუჩაში გადააგდო

აივანზე მოსაწევად გასული 70 წლის ქალი ქარმა ქუჩაში გადააგდო

რუსეთში, სახალინზე, ქალაქ შახტიორსკში ინციდენტი მოხდა - 70 წლის ქალი ე.წ. "ხრუშოვკის" პროექტის სახლის მეოთხე სართულზე სიგარეტის მოსაწევად გავიდა. რეგიონში ამ დროისთვის გრიგალი იყო. ჰაერის ძლიერმა ნაკადმა პენსიონერი აივნიდან გადააგდო. ქალი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ აივნის ქვეშ თოვლის ზვინები იდგა.

აივნიდან მოხუცი ქალის გადავარდნის შესახებ მედიას თვითმხილველებმა უამბეს.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ 70 წლის ქალი აივანზე მოსაწევად გავიდა, ამასთან, სურდა, დაენახა გრიგალი, თუმცა ქარის სიმძლავრე ვერ გათვალა.

ქალი ნახევრად შოკური მდგომარეობით საავადმყოფოშია მოთავსებული. მის დასახმარებლად, უამინდობის გამო სასწრაფო დახმარების მანქანამ მისვლა ვერ შეძლო, აივნიდან გადმოვარდნილი ქალი კლინიკამდე გამვლელებმა მიიყვანეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს