დედოფალი ვაკანსიას აცხადებს

დედოფალი ვაკანსიას აცხადებს

თუ ოდესმე გქონიათ სურვილი, სამეფო ოჯახთან გემუშავათ, თქვენთვის შანსი გამოჩნდა - დედოფალი ბუკინგემის სასახლისთვის მზარეულს ეძებს, რომელიც სრულ განაკვეთზე იმუშავებს. ვაკანსიის შესახებ განცხადება სამეფო ოჯახის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.

მზარეული უნდა იყოს "ამბიციური და გამოცდილი, ჰქონდეს კომუნიკაციისა და ადაპტაციის კარგი უნარი, ამასთან, ორიენტირებული უნდა იყოს დეტალებზე".

რეზიუმეების წარდგენის ბოლო ვადა 1 იანვარია. შერჩეული მზარეულისთვის კი გამოიყოფა საცხოვრებელი ადგილი ბუკინგემის სასახლეში, ისარგებლებს 33 დღიანი შვებულებით წლის განმავლობაში, უფასო იქნება კვებაც.

საწყისი ხელფასი წელიწადში 20,604.52 ფუნტს შეადგენს, მზარეულმა კვირაში 5 დღე უნდა იმუშაოს.

წყარო hellomagazine.com

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს