დაპატიჟებს თუ არა პრინცი ჰარი ქორწილში ობამას

დაპატიჟებს თუ არა პრინცი ჰარი ქორწილში ობამას

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქორწილში დასაპატიჟებელ სტუმართა სიის შედგენაზე მუშაობენ. რადიოეთერში ჟურნალისტის კითხვაზე - დაპატიჟებენ თუ არა ბარაკ ობამას, პრინცმა განაცხადა, რომ ჯერ არ იცის.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრიტანეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ბარაკ ობამას დაპატიჟების შემთხვევაში დონალდ ტრამპი განაწყენდება. პრინც ჰარის აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს, ისინი ვეტერანებისთვის მოწყობილი სპორტული ღონისძიების Invictus Games დროს დამეგობრდნენ.

„ჯერ არ შეგვიდგენია სტუმრების სია. ამიტომ, არავინ იცის, იქნება თუ არა მათ შორის ბარაკ ობამა. არ მინდა ეს სიურპრიზი ჩავშალო,“ - განაცხადა ჰარიმ BBC Radio 4-ის ეთერში საუბრისას.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს