ქალმა საახალწლო განათება ჩართო და ელექტროენერგიის გადასახადმა 284 მილიარდი დოლარი შეადგინა

ქალმა საახალწლო განათება ჩართო და ელექტროენერგიის გადასახადმა 284 მილიარდი დოლარი შეადგინა

პენსილვანიაში მცხოვრებმა ქალმა მიიღო ელექტროენერგიის გადასახადი - ქვითრის მიხედვით, მას 284 მილიარდი დოლარი უნდა გადაეხადა.

მერი ჰორომანსკიმ შოკისმომგვრელი ქვითარი ნოემბერში მიიღო.

"კინაღამ თვალები გადმომცვივდა. ახალი ჩართული მქონდა საშობაო განათება და ვფიქრობდი, რომ გადასახადი ჩვეულებრივზე მეტი მოვიდოდა, თუმცა რამდენიმე მილიარდმა დოლარმა შოკში ჩამაგდო," - ჰყვება მერი.

მოგვიანებით, ელექტროენერგიის პროვაიდერმა განუმარტა, რომ მისი გადასახადი 284.46 დოლარი იყო, თანხა ქვითარზე შეცდომით აისახა.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მილიარდობით დოლარი არცერთ მათ აბონენტს არასოდეს მისვლია და ქვითარზე ციფრი არასწორად დაწერეს.

წყარო BBC

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს