ვარსკვლავები, რომელთა ცნობა წონის ცვლილების გამო თითქმის შეუძლებელია

ვარსკვლავები, რომელთა ცნობა წონის ცვლილების გამო თითქმის შეუძლებელია

ცნობილი ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი პოპულარობის მსხვერპლი ხდებიან. ძალიან იშვიათად თუ წააწყდებიან პაპარაცები ვარსკვლავებს მაკიაჟის გარეშე. იმ შემთხვევაში კი, თუ რომელიმე მათგანი რამდენიმე ზედმეტ კილოგრამს მოიმატებს, ცვლილება გარეგნობაში მსოფლიო მედიის განხილვის საგანი ხდება.

გთავაზობთ სამ ადამიანს, რომლების გარეგნობაც წელს ძალიან შეიცვალა.

რიანა

ბარბადოსელ მომღერალზე წელს ჟურნალისტებმა ძალიან ბევრი ილაპარაკეს. 29 წლის რირის ცვლილება გარეგნობაში და მისი პირადი ცხოვრება მედიისთვის საინტერესო აღმოჩნდა. მომღერალმა 15 კილოგრამზე მეტი მოიმატა, თუმცა ამის გამო თავს ცუდად არ გრძნობს.

ტეილორ სვიფტი

სვიფტი თებერვლის შემდეგ არ ჩანდა, თუმცა დეკემბერში ახალი ალბომით დაბრუნდა და მისმა გარეგნობამ თაყვანისმცემლები გააოგნა. მუდმივად გამხდარმა გრძელფეხება მომღერალმა სულ მცირე 10 კგ მოიმატა, თუმცა თამამ კოსტიუმებზე უარი არ უთქვამს.

ჯენეტ ჯექსონი

მომღერალმა გასულ წელს ორსულობისას 50 კილოგრამამდე მოიმატა. 50 წლის ასაკში ის პირველად გახდა დედა, შემდეგ კი ქმარს დაშორდა და ნახევარ წელზე ნაკლები დასჭირდა, რომ ძველ ფორმას დაბრუნებოდა. ჯენეტი ახლა არაჩვეულებრივ ფორმაშია. "საიდუმლო" კი - რეგულარული ვარჯიში და დიეტაა.

წყარო elle

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს