2017 წლის 10 ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტი

2017 წლის 10 ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტი

ძვირფასი სახლების, მანქანებისა და სამკაულის გარდა, ადამიანები ფულს არ ზოგავენ გემრიელ, განსხვავებულ და ხარისხიან საჭმელში.

საიტმა Worldstopmost.com-მა მიმდინარე წლის 10 ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტი დაასახელა მსოფლიოში.

სოკო, სახელად მაცუტაკე - 1000 დოლარი

იშვიათი ჯიშის სოკო მაცუტაკე იაპონიაში მოდის. მაცუტაკე დელიკატესად ითვლება ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში, სადაც მას ზოგჯერ იაპონურ ტრუფელს უწოდებენ. მაცუტაკე გრილზე მზადდება და ბრინჯთან ერთად მიირთმევენ. სოკოს ერთი პარტია 1000 დოლარი ღირს.

სასტუმრო Westin-ის ბაგელი - 1000 დოლარი

ძვირად ღირებული ბაგელი ნიუ იორკში მდებარე ამავე სასტუმროს მთავარმა მზარეულმა ფრანკ ტუჟაგუმ შექმნა. ბაგელი განსხვავებული შიგთავისით, რომელშიც მოთავსებულია ტრუფელი, ნაღების ყველი, მოცხარის ჟელე, ხოლო ზემოდან ოქროს თხელი ფანტელი აყრია. ბაგელს სასტუმროს ნომერში მოგართმევენ, თუ მის სანაცვლოდ 1000 დოლარს გადაიხდით.

ომლეტი The Zillion Dollar Lobster Frittata – 1000 დოლარი

ამ ომლეტის დაგემოვნება ნიუ იორკის რესტორან Normans-შია შესაძლებელი. ფრიტატა ლობსტერისგან და შავი ხიზილალისგან არის დამზადებული. ომლეტი სულ 12-ჯერ აქვთ შეკვეთილი.

სტეიკი რიბაი - 2 800 დოლარი

ამ სტეიკისთვის, რომელიც საქონლის ხორცისგან იაპონური ვაგიუს ტექნოლოგიით მზადდება, ხარებს სპეციალურად ნარჩევი ბალახით კვებავენ და ლუდს ასმევენ. ცხოველებს ასევე რეგულარულად უკეთებენ

მასაჟს, რათა ხორცმა სირბილე შეინარჩუნოს. სტეიკის დაგემოვნება 2 800 დოლარი დაგიჯდებათ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს