მარკეტის მფლობელმა, კონსულტანტებმა და ყასაბმა მშობიარობა მიიღეს - ქალმა ბავშვი მაღაზიაში გააჩინა

მარკეტის მფლობელმა, კონსულტანტებმა და ყასაბმა მშობიარობა მიიღეს - ქალმა ბავშვი მაღაზიაში გააჩინა

კალიფორნიაში, სუპერმარკეტში El Parian სამშაბათს, საღამოს ორსული ქალი შევიდა. მაღაზიის მფლობელის, ისამარ სეპულვედას თქმით, ქალი, რომელიც მათი რეგულარული მომხმარებელია, მარკეტში შევიდა და უცებ, ყველასთვის მოულოდნელად ყვირილი დაიწყო.

მომსახურე პერსონალმა მაშინვე დარეკა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოსაძახებლად, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ მოცდა მოუწევდათ.

ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა, ქალს მშობიარობა დაეწყო და სუპერმარკეტის თანამშრომლები მიხვდნენ, რომ თავად უნდა დახმარებოდნენ ექიმების მოსვლამდე.

სუპერმარკეტში გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ყასაბი ალბერტო კასიასი იხსნის წინსაფარს, რომ ახალშობილი ბიჭი ხელში აიყვანოს.

თუმცა, ბავშვის დაბადების შემდეგ სეპულვადამ შენიშნა, რომ ბავშვს ჭიპლარი ყელზე ჰქონდა შემოხვეული. მან სასწრაფოდ მოითხოვა მაკრატელი მოეტანათ და ბავშვს ჭიპლარი მოაცილა.

"ყველაფერი რიგზე ვერ იყო, ბავშვი ნელ-ნელა გალურჯდა. აღმოჩნდა, რომ ფერის ცვლილება სიცივის ბრალი იყო, ახალშობილს, უბრალოდ, ძალიან სციოდა", - ამბობს სეპულვადა.

ბავშვი ყასბის თბილ სვიტერში გაახვიეს, მოგვიანებით კი დედა და შვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ბიჭს ტობი დაარქვეს, ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

dailymail.co.uk

 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს