წლიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ასტროლოგ ხათუნა ნოელისგან

წლიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ასტროლოგ ხათუნა ნოელისგან

ასტროლოგი ხათუნა ნოელი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის წლიურ პროგნოზს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ადამიანების უმეტესობა, ისინიც კი, ვინც ამბობს, რომ ასტროლოგიის არ სჯერა, საახალწლოდ მაინც აუცილებლად ინტერესდებიან, თუ რას უქადიან მათ ვარსკვლავები.

ასეთ პროგნოზები ზოგადია და, ცხადია, ვერ ექნება ძალიან დიდი პრეტენზია სისრულეზე, სრული და ზუსტი პროგნოზისათვის მხოლოდ მზის ნიშანი არ კმარა და ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, თუმცა მაინც, ვინაიდან მოლოდინი და ინტერესი ძალიან დიდია, ჩვენც დავუშვით საახალწლო გამონაკლისი და მოკლე მიმოხილვას ნიშნების მიხედვით მაინც დაგიწერთ.

წლიური პროგნოზი ბევრი სხვადასხვა ხერხით შეიძლება რომ გაკეთდეს, მე შევეცადე ერთერთი ყვეელაზე უფრო საიმედო ხერხი შემერჩია, რომელიც შემდეგში მდგომარეობს - ვაგებთ ახალი წლის შემოსვლის პირველ წუთზე რუკას და ვუყურებთ, რამდენად ურთიერთჰარმონიულად არიან განლაგებულები პლანეტები.

როგორც იცით, თვითეულ ზოდიაქოს თავსი მმართველი პლანეტა ჰყავს, ვერძს მარსი მართავს, კირჩხიბს - მთვარე, მშვილდს - იუპიტერი და ასე შემდეგ...

სწორედ მათი მდებარეობის ანალიზის საფუძველზე არის შესაძლებელი მომდევნო წლის ტენდენციების განსაზღვრა. მაშ, ასე:

ვერძები

მოუთმენლად ელიან წარმატებას, დიდებასა და სიამოვნებას! და არც თუ ტყუილად! 2018 წლის პირველი წუთები იწყება თქვენი პლანეტა მარსის შეერთებით მეფურ და დიდებულ იუპიტერთან, რომელიც თქვენი ენერგიების მონათესავე ნიშანში, მორიელში იმყოფება, ეს თქვენთვის ძალზე ბევრის მომცემია, მაგრამ უნდა იმოქმედოთ აუღელვებლად, ზედმეტი სიჩქარის გარეშე! მიეცით კალაპოტი მაგ უსაზღვრო ენერგიას, რომ დაუღალავად იმუშაოს კარიერისა და თვითგანვითარების მიზნით ასეთ შემთხვევაში წარმატება მთელი წლის მანძილზე გარანტირებული გექნებათ!!

კუროებო,

თქვენს მმართველ პლანეტა ვენერას საკმაოდ ბევრი ასპექტი აქვს სხვადასხვა პლანეტებთან ახალი წლის ღამეს, ის ერთდროულად მზესთან და სატურნთანაა შეერთებული, ასევე ჰარმონიული ასპექტი აქვს ნეპტუნთან. ეს ნიშნავს, რომ ამ წელს თქვენს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო ცვლილებაა მოსალოდნელი და მათ ძირითადად დადებითი ხასიათი ექნებათ. თქვენი მიზნები 2018 წელს განხორციელებადია, მთავარია, რომ ისინი კეთილშობილურნი იყვნენ და სულიერი განვითარების საქმისთვის გჭირდებოდეთ. არ დაივიწყოთ იმოქმედოთ სატურნისეულად - ანუ კონსტრუქციულად, პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობით. ეს უსათუოდ მოგიტანთ წარმატებას!

ტყუპებო,

თქვენი მმართველი პლანეტა მერკური ახალი წლის ღამეს არც ერთ პლანეტასთან არ აკეთებს ასპექტს, ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის მანძილზე ყველაფერი დამოუკიდებლად, სხვებზე იმედების გარეშე უნდა აკეთოთ. შრომა ბევრი მოგიწევთ, მაგრამ ერთიც არის, ხელის შემშლელებიც აღარ გეყოლებიან! ამიტომ წინ - დასახული მიზნებისაკენ!

კირჩხიბებო,

ახალი წლის პირველ ღამეს და შემდგომაც თითქმის მთელი წელი წარმატების პლანეტა იუპიტერი თქვენი სტიქიის ნიშანშია, რამაც ხელი უნდა შეგიწყოთ მიზნების შესრულებაში. ამაში ჰარმონიული ასპექტი ურანთანაც შეგიწყობთ ხელს, იყავით უფრო მეტად გაბედულები, ნუ შეგეშინდებათ სიახლეების, გამოდით კონსერვატორულობის ჯავშნიდან და რეალური ნაბიჯები გადასდგით წინსვლისთვის!

ლომებო!

ვინაიდან ამ წელს აღმავალი კვანძი კვლავ თქვენს ნიშანში იქნება, 2018 ძალზე მნიშვნელოვან კარმულ წლად შეიძლება რომ მოვიაზროთ. ახალი წლის ღამეს ლომების მმართველ მზეს უამრავი ასპექტი ექნება, მათ შორის შეერთებები სატურნთან, ვენერასთან, პლუტონთან, ასევე ჰარმონიულ ასპექტებს დაამყარებს ნეპტუნთან და მარსთან. აქედანვე მისახვედრია, რომ მომდევნო წელი მზით ლომებისთვის საკმაოდ აქტიური და მრავალფეროვანი იქნება, ძალზე ხშირად ისინი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან, და მათ მონდომებაზეა დამოკიდებული, თუ რა მხრივ გამოიჩენენ თავს!

ქალწულებს

თანამდეროვე ასტროლოგიაში პროზერპინა მართავს, მას ახალი წლის ღამეს იუპიტერთან და მარსთან აქვს შეერთებები, რაც უზარმაზარ ძალას მისცემს ქალწულებს და ყველანაირად გაუფართოვებს შესაძლებლობების ზღვარს. რაც მთავარია. უნდა იყოთ აქტიურები, და ამასთან არ დაივიწყოთ გულისხმიერების გამოჩენაც სხვა ადამიანების მიმართ!

სასწორებს

მოუწევთ მზადყოფნა გამოავლინონ ძალიან ბევრი ადამიანი 2018 წელს თქვენთან რჩევისათვის და დახმარებისათვის მოვა, ეს ვენერასთან პლუტონისა და სატურნის შეერთებით აიხსნება. გარშემომყოფები თქვენში ძალას და ამტანობას იგრძნობენ, ამ თვისებების გამო ბევრ რამეში ლიდერად და ხელმძღვანელად გაღიარებენ, გამოიყენეთ ეს სწორად და 2018 წელი დამსახურებულად მოგიტანთ წინსვლას და განვითარებას!

რაც შეეხება ღრიანკალს,

მათი მმართველი პლუტონი მზესთან შეერთებაშია საახალწლოდ, და იუპიტერთან, მარსთან და პროზერპინასთან ჰარმონიულ ასპექტებს ამყარებს, ამაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ როდესაც თქვენ შინაგანად მზად იქნებით და მიიღებთ გადაწყვეტილებას იმოქმედოთ, ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით ხელს წარმატების მიღებაში! უბრალოდ გააკეთეთ ეს ზედმეტი აგრესიის გარეშე და ყველაფერი შესანიშნავად იქნება!

მშვილდოსნებს

ძალზე გაუმართლათ! 2018 წელს მათ აღარც ლილიტი უშლით ნერვებს და აღარც სატურნი! მათი მმართველი პლანეტა იუპიტერი აქტიურ და გამბედავ მარსთანაა შეერთებული და პლუტონთან ჰარმონიული კავშირის მეშვეობით, ძალზე დიდ მწვერვალებს შეუძლია უკვე რომ მიაღწიოს. 2018-ში მოცლა არ გექნებათ, ძალიან ბევრი გათვლები და სვლები გექნებათ გასაკეთებელი ფინანსურ და პირად საკითხებში. 8 ნოემბრიდან კი როდესაც იუპიტერი უკვე თქვენს ნიშანში შემოაბიჯებს ზეაღსვლის მართლაც რომ უშესანიშნავესი პერიოდი დაგეწყებათ!

ახალიწლის ღამეს თხისქის მმართველი სატურნი თავისი მმართველობის ნიშანში იქნება გადასული, ასე ვთქვათ - საკუთარ სამფლობელოში და რაღასაკვირველია თუ მომდევნო წელიწადი თხის რქებისათვის ძალზე პოზიტიური და მრავლისმომცემი იქნება? სწორედ ახლა დგება თქვენი მიზნებისა და ოცნებების აღსრულების დრო! გაუკეთეთ ფოკუსირება თქვენს ენერგიას და დაანახეთ სამყაროს რა მიღწევები შეიძლება რომ ჰქონდეს თქვენნაირ მიზანდასახულ, შრომისმოყვარე და მონდომებულ ადამიანს!

მერწყულებს

2018-ში ახალი გამოცდილება გველოდება, მაისის შუა რიცხვებიდან ნოემბრის დასაწყისამდე მერწყულის მმართველი ურანი მისთვის ჩვეულ ურანს დატოვებს და კუროს ზოდიაქოში დაიწყებს მოგზაურობას. ეს, ცვლილებების მოყვარულ მერწყულებს ჩვენთვის უჩვეულო, სტაბილურობის და პრაგმატულობის შეგრძნებას მოგვიტანს. და ძალიანაც კარგი! ოდესმე ხომ შეიძლება მერწყულმაც გაიგოს რას ნიშნავს მიწაზე მყარად დგომა? ახალი წლის ღამეს ურანსა და მთვარეს ერთმანეთთან ჰარმონიული ასპექტი აქვთ, რაც იმედებს იძლევა, რომ ეს გარდატეხა ფსიქოლოგიურად იოლი იქნება.

თევზებისათვის

2018 წელი ძალზე კარგი იქნება. ახალი წლის ღამეს მთვარეც, მარსიც, იუპიტრიცა და ნეპტუნიც წყლის ნიშნებში იმყოფებიან, თქვენს პოზიციას კიდევ უფრო აძლიერებს თევზების მმართველი პლანეტის ჰარმონიული ასპექტები მზესთან, ვენერასთან და მარსთან. მათი წყალობით ამ წელს უჩვეულოდ აქტიურები იქნებით ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში, და რაც მთავარია გაგიმართლებთ კიდევაც. ასევე წარმატებული იქნება თქვენთვის პირადი, სასიყვარულო სფეროც!

მოკლედ, ახალი წლის ღამის მიხედვით 2018 წელი ასე თუ ისე ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის იძლევა შანსებს! მეც მეტი რაღა დამრჩენია, გარდა იმისა, რომ ყველას, განურჩევლად თქვენი ზოდიაქოს ნიშნისა ბედნიერი ახალი წელი და წარმატებები გისურვოთ!!!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს