სახლის პირობებში გოჭის შეწვის რეცეპტი, რომლითაც სტუმრებს ნამდვილად გააოცებთ

 სახლის პირობებში გოჭის შეწვის რეცეპტი, რომლითაც სტუმრებს ნამდვილად გააოცებთ

mkurnali.ge გთავაზობთ რეცეპტს ექიმ-კოსმეტოლოგ მაკა ჭავჭანიძისგან, რომელიც გემრიელი კერძების მომზადებითაა ცნობილი. ის "ფეისბუქში" ჯგუფ "ჩვენი კულინარიის" ადმინისტრატორია და ჯგუფის წევრებს დაუზარლად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას და რჩევებს კულინარიულ ხრიკებთან დაკავშირებით.

მაკა ჭავჭანიძე მკითხველს გოჭის შეწვის მისეულ ტექნიკას უზიარებს, რომლითაც საახალწლოდ სტუმრებს ნამდვილად გააოცებთ. ამავე დროს, ღუმელში შემწვარი პროდუქტი ტაფაზე მომზადებულისგან გასხვავებით, ჯანსაღი და სასარგებლოა.

"კარგად გარეცხვა და გაწმენდა რომ უნდა, ყველამ ვიცით. მაგრამ ახალბედა დიასახლისებისთვის ზოგიერთ ნიუანსს მაინც დავწერ. ფეხებთან, ყურებში, წამწამები და სხვა სასურველია ბეწვისგან კარგად გაიწმინდოს. მე პინცეტით ვპუტავ. შემდეგ კარგად მაინც ვტრუსავთ. ყურებს ჩავჭრით 1-2 სმ (გოჭის ზომას გააჩნია) ყბებისკენ და კარგად ამოვასუფთავებთ. ასევე, ყბებსაც ჩავჭრით ყურებისკენ და ისე გადავწევთ, რომ ძვალში გაიხსნას - კანი კი მეტი აღარ ჩაიხეს. შემდეგ ყურებსა და პირში ჩავასხამთ მდუღარე წყალს და ენას კარგად, დანის უკანა მხარით გავაცლით კანს. კიდევ ერთხელ ჩავასხამთ მდუღარე წყალს პირში და ბოლოს კარგად გავრეცხავთ მთლიან გოჭს მსხვილი მარილითა და მჭადის ფქვილით.

ახლა დავიწყეთ შეწვა: წავუსვათ მთლიან გოჭს მარილი, მუცელში - ბლომად აჯიკა, ყურებზე და კუდზე მოვახვევთ ფოლგას და შევდგამთ ღუმელში (მე ელექტრო ღუმელში ვწვავ, 250 გრადუსზე). დაახლოებით 30-40 წუთში გამოვრთავ ღუმელს, გამოვაღებ კარს და წავუსმევ ერთმანეთში არეულ კარაქს, წითელ დაფქვილ წიწაკას, ცოტა ყვითელი ყვავილს განაგრძეთ კითხვა

როგორ მოხვდა სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამზე"

აშშ-ის პირველი "მეორე ჯენტლმენი“ და "ოცნების კაცი" - ვინ არის კამალა ჰარისის რომანტიკოსი ქმარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბრმა პაემანზე გაიცნო

"მელოტა ისვენებს" - რა პოსტი გამოაქვეყნა "ფეისბუქში" სალომე ზურაბიშვილმა და რა არის მელოტა, რომლის გამოც პრეზიდენტი სოცქსელების დღის გმირია