"გჯეროდეთ ჰომეოპათიის, იგივეა, რაც გჯეროდეთ ჯადოქრობის"- რა შეზღუდვა დაუწესდა პრეპარატებს აშშ-ში

"გჯეროდეთ ჰომეოპათიის, იგივეა, რაც გჯეროდეთ ჯადოქრობის"- რა შეზღუდვა დაუწესდა პრეპარატებს აშშ-ში

აშშ-ში ჰომეოპათიური პრეპარატების ბაზარი საკმაოდ მასშტაბურია. მხოლოდ 2007 წელს ამერიკელებმა 3 მილიარდზე მეტი დოლარი დახარჯეს ალტერნატიული მედიცინის საშუალებებით მკურნალობაში. ჰომეოპათია 1796 წელს სემუელ ჰანემანმა შექმნა და ტრადიციული მეცნიერება მის ეფექტიანობას უარყოფს.

"ჰომეოპათია, რომელიც მეთვრამეტე საუკუნიდან იღებს სათავეს, დაფუძნებულია მოსაზრებაზე, რომ დაავადების სიმპტომებს უნდა უმკურნალონ იმ ნივთიერებების მინიმალური დოზებით, რომელთა დიდი დოზები ჯანმრთელ ორგანიზმში იწვევს აღნიშნული დაავადების მსგავს სიმპტომებს.

ჰომეოპათიური პროდუქტების ნაწილი ზედმეტად არის გაზავებული და თავდაპირველ ნივთიერებას თითქმის აღარც კი შეიცავს. ზოგადად, ჰომეოპათიური პროდუქტი არ არის დაფუძნებული თანამედროვე მეცნიერულ მეთოდებზე და თანამედროვე მედიცინის ექსპერტები ამ პრეპარატებს არ აღიარებენ, თუმცა ჰომეოპათიას ბევრი მომხრეც ჰყავს,"- აღნიშნულია ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ს ფედერაციული სავაჭრო კომისიის გადაწყვეტილებით, ჰომეოპათიურ წამლებზე მითითებული უნდა იყოს, რომ არ არსებობს მეცნიერული დასაბუთება წამლის ეფექტიანობის შესახებ. ამასთან, კომპანიამ შეფუთვაზე უნდა დაიტანოს განმარტება, რომ წამალი შექმნილია ჰომეოპათიურ თეორიებზე და ბევრი თანამედროვე ექიმი მას მკურნალობის საშუალებად არ აღიარებს.

მედიცინის ექსპერტი, ტიმოთი კოლფილდის თქმით, "გჯეროდეს ჰომეოპათიის, ნიშნავს - გჯეროდეს ჯადოქრობის". 

წყარო independent.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს