"აღმოვაჩენთ რაიმე ძალზე მნიშვნელოვანს, შეიძლება გამოიხატოს მოულოდნელი კარგი ამბებით" - უახლოესი პერიოდის ასტროლოგიური ასპექტები

"აღმოვაჩენთ რაიმე ძალზე მნიშვნელოვანს, შეიძლება გამოიხატოს მოულოდნელი კარგი ამბებით" - უახლოესი პერიოდის ასტროლოგიური ასპექტები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში უახლოესი პერიოდის ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ წერს:

"სავსემთვარეობის გარდა, 2 იანვარს ახალი, დადებითი ტრანზიტი ჩაირთო ცაზე - მერკურისა და ურანის ტრინი. მისი კეთილისმყოფელი ზეგავლენა ნელ-ნელა დაიწყებს ძალების მოკრეფას და კვირის ბოლოს განსაკუთრებულად შესამჩნევი იქნება.

ამასთან, საინტერესოა, რომ ამ ასპექტის მონაწილე ერთ-ერთი პლანეტა - ურანი ასეთ მოკლე პერიოდში 3 სხვადასხვა ფაზას გაივლის. როგორც ალბათ გახსოვთ, 5 აგვისტოდან მოყოლებული ურანი რეტროგრადული იყო ანუ უკუსვლით მოძრაობდა, 29 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით ის სტაციონარულ ფაზაში გადავა, რაც გარკვეულ დაპაუზებას გამოიწვევს ურანისეულ საკითხებში. და აი მხოლოდ მას მერე, რაც საბოლოოდ გადავა წინმავალ მიმართულებაზე, გზახსნილი იქნება და მწვანე შუქიც აინთება.

რას მოგვიტანს ეს ასპექტი? ურანისა და მერკურის ტრინი ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის, ეს შეიძლება გამოიხატოს მოულოდნელი კარგი ამბებით, ან ძალზე საინტერესო, ექსცენტრიულ და სტიმულის მომცემ ადამიანებთან შეხვედრებით. ამ ტრანზიტის დროს ძალზე ხშირად იცვლება ხოლმე ჩვენი აზროვნების სტილი, ვპოულობთ გონებისათვის რაღაც ახალ საზრდოს, აღმოვაჩენთ ხოლმე რაიმეს ძალზე მნიშვნელოვანს ან ვუმეგობრდებით ახალ ადამიანებს.

ის კი არადა, სარისკო ქმედებებიც კი გამართლებულია ხოლმე ამ დროს. თუ რაიმე ექსტრემალურის ჩადენას აპირებთ, მაგალითად მაღალი მთიდან თხილამურებით დაშვება გსურთ, ან ვერტმფრენიდან პარაშუტით გადმოხტომა - კი ბატონო - შესანიშნავი პერიოდია. განსაკუთრებულად კარგი დღე 4 იანვარი იქნება. ამ დღეს სხვა ჰარმონიულ ასპექტებთან ერთად ცაზე ეგრეთწოდებული დიდი ტრინი შედგება, მერკურის, ურანისა და მთვარის მონაწილეობით. ამ კონფიგურაციას სამკუთხა ფარის ფორმა აქვს და მოსალოდნელი საფრთხეებისაგან გვიცავს ხოლმე.

თუმცა ეს მაინც ზოგადი პროგნოზია, ნათქვამია - სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ წინასწარ პირად ტრანზიტებსაც შეამოწმებთ

ეს პერიოდი ასევე შესანიშნავია მოკლე გასიერნებებისათვის, ვთქვათ სადმე უახლოეს მაღაზიაში, სადაც ორგ ტექნიკა და ელექტროხელსაწყოები იყიდება. მერკურისა და ურანის დადებით ასპექტებზე შეძენილი ასეთი ნივთები მაღალი ხარისხით და გამძლეობით გამოირჩევიან ხოლმე.

მინდა არ გავუშვა შემთხვევა და ვთქვა- ურანისა და მერკურის დადებითი ასპექტები შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ დაინტერესებულმა ადამიანებმა ასტროლოგიის სერიოზულად შესწავლას მიჰყონ ხელი. ასე რომ თუ ვინმეს სურვილი გაქვთ უკეთ გაეცნოთ ამ მრავალსაუკუნოვან მეცნიერებას, შეგიძლიათ დღეიდან აქტიურად შეუდგეთ".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს