ქალი დაქორწინებიდან 18 საათის შემდეგ სიმსივნით გარდაიცვალა

ქალი დაქორწინებიდან 18 საათის შემდეგ სიმსივნით გარდაიცვალა

ქალის ამბავმა, რომელიც დაქორწინებიდან 18 საათის შემდეგ გარდაიცვალა, მთელი მსოფლიო შეძრა.

ამერიკელი ჰითერ მოშერი დევიდ მოშერზე შობამდე რამდენიმე დღით ადრე დაქორწინდა. საზეიმო ცერემონიალის ფოტოები მისმა მეჯვარემ, ქრისტინა კარასმა "ფეისბუქზე" განათავსა და მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ადამიანმა გააზიარა.

ჰითერმა და დევიდმა ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს და მას შემდეგ ერთად იყვნენ. 2016 წლის 23 დეკემბერს დევიდს დაგეგმილი ჰქონდა, საყვარელი ქალისთვის დაქორწინება შეეთავაზებინა, თუმცა სწორედ ამ დღეს ჰითერს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.

"არ იცოდა, რომ იმ ღამეს მისთვის ხელი უნდა მეთხოვა, თუმცა საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ჰითერს უნდა სცოდნოდა, მარტო არ დარჩებოდა მძიმე გზაზე," - ამბობს დევიდი.

წყვილმა დაქორწინება იმავე ღამეს გადაწყვიტა.

ხუთი დღის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ჰითერის სიმსივნის აგრესიული ფორმა ჰქონდა და მათ ერთობლივ ცხოვრებას დაავადება მალე დაასრულებდა.

2017 წლის სექტემბერში ექიმებმა უთხრეს, რომ მეტასტაზებმა ტვინამდე მიაღწია, 2 თვის შემდეგ კი ჰითერი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.

"ის ძალიან ძლიერი იყო, მის ადგილზე ყველა სხვა დანებდებოდა," - აღნიშნავს დევიდი.

ქორწილი 30 დეკემბრისთვის დაგეგმეს, თუმცა ჰითერის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. წყვილმა გადაწყვიტა, რამდენიმე დღით ადრე დაქორწინებულიყო.

ქორწილი 22 დეკემბერს შედგა, ცერემონიალს მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ქორწილიდან 18 საათის შემდეგ, 23 დეკემბერს ქალი გარდაიცვალა. ამ დღეს ზუსტად 1 წელი იყო გასული, რაც დევიდმა ჰითერს ცოლობა შესთავაზა და ქალს სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.

ჰითერი 30 დეკემბერს დაკრძალეს - სწორედ იმ დღეს, როდესაც მათი ქორწილი იყო დაგეგმილი.

წყარო independent.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს