"მაქვს აკნე, ცელულიტი, სტრიები," - მაიკლ ჯექსონის შვილი სილამაზის სტანდარტების წინააღმდეგ გამოდის

"მაქვს აკნე, ცელულიტი, სტრიები," - მაიკლ ჯექსონის შვილი სილამაზის სტანდარტების წინააღმდეგ გამოდის

მაიკლ ჯექსონის შვილი, პერიზი ხშირად გამოდის მათ დასაცავად, ვინც წონის, თმიანი სხეულის, ან სხვა გარეგნული ნიშნით ბულინგის მსხვერპლი ხდება. ჟურნალთან i-D საუბრისას ჯექსონმა იმ სასტიკ სტანდარტებზე ისაუბრა, რომელსაც უწესებენ როგორც ქალებს, ასევე - კაცებს.

"სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია, საკუთარ კანში კომფორტულად იგრძნო თავი. მეც, ყველა სხვა ადამიანის მსგავსად, უამრავი შიში და კომპლექსი მაქვს, თუმცა ნელ-ნელა ყველაფრის გადალახვას შევძლებთ. ძალიან მინდა, შევცვალო სილამაზის სტიგმა, ადამიანებმა მთელს მსოფლიოში უნდა იცოდნენ, რომ ლამაზები არიან," - ამბობს პერიზი.

პოპ-მუსიკის მეფის 19 წლის გოგონამ ცოტა ხნის წინ საკუთარ აკნეზეც დაწერა: "სილამაზე არ იზომება ციფრებით, სიმეტრიით, ფორმებით, ზომებით, ფერით ან რამე სხვა მსგავსი კრიტერიუმით. ნამდვილი სილამაზე უნდა გაიზომოს სულით, ხასიათით, ქმედებებით, მათი გულით...

მე არ ვარ სიმეტრიული, ვჭამ ბურგერებს და ძალიან ბევრ პიცას. არ მეტევა ის სამოსი, რომელსაც დიზაინერები პოდიუმებისთვის ქმნიან. მაქვს სტრიები, აკნე და ცელულიტი. მე ადამიანი ვარ და არა ლამაზად ჩაცმული თოჯინა.

შეხედულება, რომ ჩვენ ყველა ვინმეს მიერ დაწესებულ სტანდარტს უნდა მოვერგოთ, აღმაშფოთებელი და უცნაურია, რადგან ეს მხოლოდ ვიღაცის მოსაზრებაა "სრულყოფილების" შესახებ," - წერს ჯექსონი.

წყარო elle.uk.com

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს