"ჩინეთის ეროვნული ბანკი" ბიტკოინის წარმოებისთვის ელექტროენერგიას შეზღუდავს

"ჩინეთის ეროვნული ბანკი" ბიტკოინის წარმოებისთვის ელექტროენერგიას შეზღუდავს

ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა დახურულ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, შეეზღუდოთ ელექტროენერგიის მიწოდება ბიტკოინის "მაინინგის ფერმებს".

როგორც Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ეროვნულ ბანკში იციან, რომ პირდაპირ კონტროლს ელექტროენერგიის მიწოდებაზე ვერ განახორციელებენ, ამიტომ ამ თხოვნით რეგიონალურ ჩინოვნიკებს მიმართეს.

ჩინეთის ხელისუფლებაში კარგა ხანია იციან, რომ მათი ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში მაინერები ელექტროენერგიის დაბალი ტარიფებით ბოროტად მანიპულირებენ. როგორც ცნობილია, ჩინეთში თავმოყრილია მსოფლიოს უმსხვილესი ფერმები კრიპტოვალუტის მაინინგისთვის, რომლებიც ძალიან მძლავრ გამოთვლით პროცესებს აწარმოებენ. ხოლო გაზრდილ მოთხოვნას ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა უბრალოდ ვერ ართმევს თავს და მწყობრიდან გამოდის.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს