ავტორი:

სახლები, რომელიც 2017 წელს ყველაზე ძვირად გაიყიდა

სახლები, რომელიც 2017 წელს ყველაზე ძვირად გაიყიდა

მსოფლიოში უამრავი ძვირად ღირებული და მდიდრული სახლია, თუმცა ზოგიერთს განსაკუთრებულად მაღალი ფასი აქვს, რასაც სხვადასხვა გარემოება განსაზღვრავს.

წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირად ღირებულ სახლებს მსოფლიო მასშტაბით, რომელიც 2017 წელს გაიყიდა.

ჰონკ-კონგში მდებარე სახლი "მთა ნიკოლსონი" 2017 წლის ყველაზე ძვირად ღირებულ სახლად დასახელდა. გასულ წელს ის 149 მილიონ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს სახლი 2016 წელს 154 მილიონი დოლარი ღირდა. სახლი ლონდონელი დიზაინერის, დევით კოლინსის მიერ არის დაპროექტებული. სახლში ოთხი საძინებელი, საცურაო აუზი, ბაღი და სარდაფია.

120 მილიონ დოლარად გაიყიდა ლონდონის ცენტრში, Knightsbridge-ზე მდებარე პენტჰაუზი, რომელშიც ოთხი საძინებელია.

კიდევ ერთი პენტჰაუზი ნიუ-იორკში, პარკ ავენიუზე, 91.1 მილიონ დოლარად წარმოშობით ჩინელმა იყიდა. 2016 წელს ეს სახლი 87.7 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

კიდევ ერთი სახლი, რომელიც მაღალი ფასის მიხედვით მეოთხე ადგილზეა, ლოს-ანჯელესში მდებარეობს. როგორც ცნობილი გახდა, სახლი ვარსკვლავურმა წყვილმა ჯეიზიმ და ბიონსემ შეიძინეს. სახლი აღჭურვილია ტყვიაგაუმტარი ფანჯრებით და 15 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხით.

სანაპირო სახლი მალიბუში 85 მილიონ დოლარად გაიყიდა. კალიფორნიის სანაპიროზე 10 ჰექტარ ფართობზე მდებარე სახლის ახალი მფლობელი მარკ ვოლტერია, რომელიც ბეისბოლის გუნდის LA Dodgers მფლობელიცაა.

კიდევ ერთი სახლი, რომელიც ჰონკ-კონგში

მდებარეობს, 67 მილიონ დოლარად გაიყიდა. მას საკუთარი პარკინგი და საცურაო აუზი აქვს. გარდა ამ სახლებისა წარმოგიდგენთ სამ ყველაზე ძვირადღირებულ სახლს, რომელსაც ჯერჯერობით მყიდველი არ ჰყავს. 415 მილიონ დოლარად შეფასებული ვილა სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარეობს. სახლს 14 საძინებლი აქვს.

350 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი, რომელსაც ასევე მყიდველი არ ჰყავს ლოს-ანჯელესში მდებარეობს. მესამე ადგილზე კი მალიბუში მდებარე, კურტ რაპაპოტის სანაპირო სახლია, რომელიც 120 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს