კენდალ ჯენერის აკნე სოციალური ქსელების განხილვის თემა გახდა

კენდალ ჯენერის აკნე სოციალური ქსელების განხილვის თემა გახდა

"ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიაზე კენდალ ჯენერი, სხვა ცნობილი ადამიანების მსგავსად, შავი კაბით მივიდა. ვარსკვლავებმა მუქი სამოსით ჰოლივუდში სექსუალური ძალადობა და გენდერული უთანასწორობა გააპროტესტეს.

22 წლის ჯენერი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მისი სახის კანის პრობლემები და მაკიაჟი სოციალური ქსელების მომხმარებლებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. ისინი მიიჩნევენ, რომ მოდელს ვიზაჟისტმა ზედმეტად ბევრი ტონალური კრემი წაუსვა, რამაც სახეზე გამონაყარი არა თუ დაფარა, არამედ - მეტად გაუსვა ხაზი.

თუმცა, ჯენერი არაერთმა თაყვანისმცემელმა დაიცვა.

"კენდალი საჯაროდ აკნეთი გამოჩნდა, თუმცა მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ეს ყველა გოგოს უნდა ესმოდეს," - დაწერა "ტვიტერის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა. პოსტი თავად ჯენერმაც გააზიარა საკუთარ გვერდზე და კომენტარად დაურთო, რომ "ამ საზიზღრობას არასოდეს უნდა მისცეთ ნება, გაგაჩეროთ!"

მოდელი არასოდეს მალავს, რომ აკნეს წლების მანძილზე ებრძვის. 2015 წელს მან ინტერვიუში განაცხადა, რომ კანის პრობლემებმა მის თვითშეფასებაზეც უარყოფითად იმოქმედა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს