მამაკაცი, რომლის გარდაცვალება სამმა ექიმმა დაადასტურა, გაკვეთის წინ "გაცოცხლდა"

მამაკაცი, რომლის გარდაცვალება სამმა ექიმმა დაადასტურა, გაკვეთის წინ "გაცოცხლდა"

ესპანეთის ერთ-ერთ ციხეში პატიმარი გარდაიცვალა, ყოველ შემთხვევაში - ექიმებმა ის გარდაცვლილად მიიჩნიეს. სიკვდილი სამმა ექიმმა დაადასტურა.

ცხედარი გადაახვიეს და საავადმყოფოს მორგში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, როდესაც ცხედრის გაკვეთას იწყებდნენ, 29 წლის მამაკაცმა "ხვრინვა დაიწყო".

გონზალო მონტოია ხიმენეზი ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შემთხვევიდან 24 საათის შემდეგ მას ცნობიერება დაუბრუნდა.

ინციდენტი ექიმებმა კატალეფსიით ახსნეს - ეს არის მდგომარეობა, როდესაც სხეული უძრავი ხდება, ფუნქციები სუსტდება, მათ შორის - სუნთქვაც.

მედიკოსები შიშობდნენ, რომ შესაძლოა, ტვინი ყოფილიყო დაზიანებული, თუმცა ხიმენესმა საუბარი დაიწყო და მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.

პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, გონზალოს ეპილეფსია აქვს, ციხეში ყოფნის დროს კი საჭირო წამლებს არ იღებდა.

ესპანეთის პენიტენციალურ სისტემაში კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს