"ზედმეტი ლაპარაკის დრო აღარავის ექნება" - რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს მერკური თხის რქაში

"ზედმეტი ლაპარაკის დრო აღარავის ექნება" - რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს მერკური თხის რქაში

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში უახლოესი პერიოდის ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ წერს:

"ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას უდავოდ მერკურის მიერ 11 იანვარს მშვილდოსნის ზოდიაქოს დატოვება და თხისრქის ნიშანში გადასვლა წარმოადგენს.

მშვილდოსანი მერკურისთვის არცთუ სახარბიელო ზონა გახლავთ, ამიტომ მისი ახალ სამყოფელში გადასვლა ბევრად უფრო წაადგება ჩვენს გონებას, ინტელექტს, გააუმჯობესებს კომუნიკაციის უნარს და ხარისხს. თხისრქულად უფრო პრაგმატულებს და მიზანმიმართულებს გაგვხდის ურთიერთობებშიც, კომერციაშიც და სხვა მერკურიანულ აქტივობებშიც. თხისრქა მეტად საქმიანი ნიშანია, ამიტომ ახლა ზედმეტი ლაპარაკის დრო აღარავის ექნება, უამრავი რამაა მოსასწრები და გასაკეთებელია. თანაც ხარისხიანად - მიფუჩეჩება არაფრით არ გამოვა.

ფრთხლად იყავით, ნებისმიერი უპასუხისმგებლო ქმედება, დაგვიანება, დაუფიქრებლასდ წამოსროლილი სიტყვები, ნებისმიერი წვრილმანი შინაგანაწესის დარღვევა უფროსობისაგან მკაცრად იქნება შეფასებული. მოიმატებს კრიტიკულობა, გულგრილი დამოკიდებულება სხვების პრობლემების მიმართ, ბიუროკრატიზმი.

მეორეს მხრივ, თუ თქვენ პასუხისმგებლობის გრძნობა არ გღალატობთ, მოწესრიგებული და მობილიზებული ადამიანი ხართ, სწორედაც რომ შესაფერი დროა თავის წარმოსაჩენად კარიერული წინსვლის საქმეში.

კარგი პერიოდია კვალიფიკაციის ამაღლებისთვისაც, აგრეთვე უფროსი თაობის წარმომადგენლებთან დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად.

მათ, ვისაც მზე ან თვითონ მერკური მიწის ნიშნებში გყავთ, ეს ყველაფერი ძალზე გაგიადვილდებათ. იოლი იქნება ეს თვე ამ თვალსაზრისით წყლის ნიშნებისთვისაც, ხოლო ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს უფრო მეტი მობილიზება მართებთ, ვიდრე ჩვეულებრივ. თუმცა, როგორც ყოველთვის, პირად რუკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მერკური თხისრქის ზოდიაქოში 31 იანვრამდე იმოძრავებს და როგორც უკვე ვთქვით, ადამიანებში მეტ დაფიქრებულობას, პასუხისმგებლობის გრძნობას, ლაკონურობის და კონკრეტიკის მოთხოვნებს გააღვიძებს".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს