სანამ ფრჩხილის ლაქს იყიდით, კარგად დააკვირდით ეტიკეტს - რა უნდა ეწეროს ბოთლზე

სანამ ფრჩხილის ლაქს იყიდით, კარგად დააკვირდით ეტიკეტს - რა უნდა ეწეროს ბოთლზე

ყველამ ვიცით, რომ ფრჩხილის ლაქი ხშირად არ უნდა წავისვათ, რადგან ფრჩხილები სუსტდება და ყვითლდება. თუმცა, ამ კოსმეტიკურ საშუალებას ბევრად მეტი ზიანი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ფრჩხილების გაყვითლებაა.

ლაქი საკმაოდ ტოქსიკურია. ზოგი მათგანი შეიცავს კომპონენტებს, რომლებმაც, შესაძლოა, ჩვენი ჯანმრთელობა დააზიანოს:

ტოლუოლი (Toluene) - გამხსნელი, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და რეპროდუქციულ ფუნქციას აქვეითებს. თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა - ეს ყველაფერი, შესაძლოა, უხარისხო ლაქის ბრალი იყოს.

ფორმალდეჰიდი (Formaldehyde) - უფერო აირი, რომლის წყალობით ლაქი ფრჩხილზე დიდხანს ძლებს. ალერგიულ ადამიანებს ამ ნივთიერების გამო, შესაძლოა, დერმატიტი და ქიმიური დამწვრობა აღენიშნოთ. უფრო მძიმე შემთხვევებში კი, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს გულის მუშაობის დარღვევები და სიმსივნე.

დიბუტილფტალატი (Dibutyl Рhthalate) გამოიყენება როგორც არომატიზატორი. ამ საშიში კომპონენტის გამო, შესაძლოა, ადამიანს ჩამოუყალიბდეს ენდოკრინული დარღვევები, გინეკოლოგიური დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები.

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 24-მა ქალმა. ლაქის წასმიდან 6 საათის შემდეგ მათ უმეტესობას დიფენილფოსფატის დონე მომატებული აღმოაჩნდათ, 10 საათის შემდეგ კი უკვე 7-ჯერ აღემატებოდა ნორმას.

როგორ ავარჩიოთ ლაქი, რომელიც ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის?

ფრჩხილის ლაქების ნაწილს სპეციალური აღნიშვნები აქვს შეფუთვაზე.

5-Free - ნიშნავს, რომ მასში არ არის ფორმალდეჰიდი, ტოლუოლი, დიბუტილფტალატი, camphor და formaldehyde resins.

3-Free ნიშნავს, რომ ლაქი არ შეიცავს მხოლოდ 3 კომპონენტს, ფორმალდეჰიდს, დიბუტილ ფტალატს და ტოლუოლს.

ამიტომ, ვიდრე ლაქს ვიყიდით, უმჯობესია, კარგად წავიკითხოთ მასში შემავალი ნივთიერებები.

წყარო adme.ru

წვიმა, მთაში თოვლი, ზღვაზე შტორმი - 4 თებერვლის ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

როგორია თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - ამ პერიოდში შეიძლება თქვენთვის გაიხსნას "დახურული კარი"

რა ფოტოები გადაიღო მარსმავალმა პლანეტაზე 7 წლის განმავლობაში? - ყველაზე საინტერესო კადრები NASA-სგან