როგორ გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები

როგორ გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდეციების შესახებ "ფეისბუქში" წერს:

"17 იანვრის 12:30-მდე მთვარე თხისრქის ზოდიაქოში იმოძრავებს. ნაღვლის ბუშტი, ნივთიერებათა ცვლა, კანი - ეს ის სფეროებია, რომლებმაც შესაძლოა ამ დღეებში შეგაწუხოთ. საფრთხილოა ძვლები, დიდი ალბათობაა მოტეხილობების. სამედიცინო პროცედურები და ჩარევები მიუღებელი იქნება ხერხემლის არეშიც, და კბილებზეც. აარიდეთ თავი მანუალურ თერაპიას. ამ პერიოდში რეკომენდებული არაა შლაკების, კენჭების და დაგროვილი მარილების გამოდევნის პროცედურები. აგრეთვე ართრიტების მკურნალობა.

არახელსაყრელი დროა ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად, მუხლებზე, მყესებზე და ფეხებზე ოპარაციებისათვის.

სამაგიეროდ, რეკომენდირებულია გამოკვლევები, პროფილაქტიკური ღონისძიებები და ქირურგიული ჩარვები საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, კუჭზე, კუჭქვეშა ჯირკვალზე, დიაფრაგმაზე, სარძევე ჯირკვლებზე. ხსელსაყრელი დროა გასტრიტების და წყლულების სამკურნალოდ. შეგიძლიათ ნუგბარიც მიირთვათ - არ გავნებთ, ამ დღეებში კუჭი გადატვირთვას უძლებს. თუმცა ზომიერების ფარგლებში.

გარდა ამისა, ამოიწურა მზისა და ურანის კვადრატი, გადადებული ფრენები შეგიძლიათ განახორციელოთ უკვე. ხვალიდან ამას ძალზ კარგი შანსების მომცემი - იუპიტერისა და პლუტონის სექსტილიც დაემატება და უცხოეთთან კავშირები კიდევ უფრო ხელსაყრელი, მიზანშეწონილი და სარგებლიანი იქნება. კარგი პერიოდია ჯგუფური აქტიობებისთვის, განსაკუთრებით მეცადინეობებში შეგეწყობათ ამ მხრივ ხელი, გამომცემლობის საკითხებთან მიმართებაში ან თუნდაც კოლექტიური მოგზაურობისთვის უცხოეთში. ასპექტი ძალაში იქნება 8 თებერვლამდე".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს