62 წლის მელ გიბსონი 27 წლის მეგობარ გოგოსთან ერთად გადაიღეს და მისი ცნობა შეუძლებელია

62 წლის მელ გიბსონი 27 წლის მეგობარ გოგოსთან ერთად გადაიღეს და მისი ცნობა შეუძლებელია

62 წლის მელ გიბსონის ცნობა მის თაყვანისმცემლებსაც კი გაუჭირდათ - პაპარაცებმა ჰოლივუდის ვარსკვლავი მალიბუზე მეგობარ გოგონასთან, 27 წლის როზალინდა როსთან ერთად გადაიღეს.

გარუჯული გიბსონი მოუვლელი თეთრი წვერით რეპორტიორებმა სუპერმარკეტიდან გამოსვლისას გადაიღეს. მსახიობს თავზე ბეისბოლის კეპი ეხურა.

მასთან ერთად იყო როზალინდაც, რომელსაც მეგობარი მამაკაცის მსგავსად პერანგი და ჯინსის შარვალი ეცვა.

წყვილი უკვე 3 წელია, ერთად ცხოვრობს. მათ საერთო შვილიც ჰყავთ, ლარსი.

მელს პირველ ცოლთან, რობინ მურთან 7 შვილი ეყოლა - გოგონა ჰანა და 6 ბიჭი, ედვარდი, ქრისტიანი, უილიამი, ლუისი, მაილო და ტომასი. გიბსონი და მური ერთად 31 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და 2006 წელს დაშორდნენ.

მელს, ასევე, შვილი ჰყავს რუს პიანისტთან, ოქსანა გრიგორიევასთან.

წყარო dailymail.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს