10 ფრაზა, რომლებიც ბავშვს აკომპლექსებს და ასეთადვე ზრდის

 10 ფრაზა, რომლებიც ბავშვს აკომპლექსებს და ასეთადვე ზრდის

ოჯახის ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ დაუფიქრებლად წარმოთქმულმა ფრაზამ შეიძლება ძლიერ იმოქმედოს ბავშვის ფსიქიკაზე. ამიტომ შვილებთან ურთიერთობის დროს მშობლებს ვურჩევთ კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე რაიმეს ეტყვიან ბავშვს, ხოლო გარკვეული გამონათქვამები და ფრაზები სჯობს საერთოდ დაივიწყონ.

"შენს ასაკში ფრიადოსანი ვიყავი"

დაბადებიდან 6 წლამდე დედა და მამა ბავშვისათვის პრაქტიკულად ღმერთები არიან, რომლებმაც მის შესახებ იციან ყველაფერი. ისინი აყალიბებენ ბავშვის ურთიერთობებს სამყაროსთან და ერთმანეთთან. კონკრეტულად ამ ფრაზაში შეიძლება დავინახოთ მშობლის კონკურენცია ბავშვთან, იგი თითქოს ეუბნება მას: "შენ ჩემამდე ვერასდროს ვერ მოხვალ! როგორც არ უნდა ეცადო, ჩემზე

უკეთესი ვერ გახდები". ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ასეთი მოწოდებით, მთელი ცხოვრება უმტკიცებენ მშობლებს, რომ კარგები არიან. რა თქმა უნდა, მსგავსი შეგონებებით ბავშვს უღვივებენ ნარციზის თვისებებს, რაც ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის ადამიანს მიზნის მიღწევაში. უბედურება ისაა, რომ ის მიზნისკენ მიემართება არა თავისი სურვილებისთვის, არამედ მშობლებისათვის, რათა ბოლოს და ბოლოს დაინახონ, რომ ის ღირსეული შვილია. ასეთი ბავშვები როდესაც იზრდებიან, არასდროს არ ხარობენ საკუთარი მიღწევებით. ბედნიერება მოდის მაშინ, თუ მშობელი აღიარებს მის წარმატებას.

"ჩემი წიწილა, მაიმუნი, გოჭი..."

მშობლები რას აღარ ეძახიან მოფერებით თავის პატარებს. ამას მივყავართ პიროვნების გაუფასურებასთან, თითქოს ის არ არის პიროვნება, არამედ სათამაშოა, რომელსაც როგორც გვინდა ისე მოვექცევით. ადამიანის სახელი - არის პრეზენტაცია სამყაროსათვის. ადამიანის სახელი ყოველთვის უნდა იყოს პირველ ადგილზე. ამაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს სამყაროში და რამდენად დაფასებული იქნება ის. თუ ხშირად დაუძახებთ ბავშვს გამოგონილ სახელს, თქვენ დაუკარგავთ პიროვნების ნაწილს.

"ნახე, ქეთიმ ათიანი მიიღო, შენ კი - ცხრიანი..."

მშობლების უმრავლესობა ამას აკეთებს გამიზნულად, ოღონდ ბავშვში საპირისპიროს მიღწევის იმედით. ასეთ მშობლებს თავად ჰქონდათ მსგავსი არაერთხელ მოსმენილი თავიანთი მშობლებისაგან და ისინი ამბობენ: "არაფერია, მეც ასე მეუბნებოდნენ ჩემი მშობლები, მაგრამ ხომ გავიზარდე, ნახე როგორი შესანიშნავი ვარ..." მათ შეძლეს "დავიწყება" იმისა, თუ როგორი მტკივნეული იყო მათთვის ამ ფრაზის არაერთხელ მოსმენა. ეს ძალიან მტკივნეული გამოცდილებაა, რაც მშობელმა არ უნდა გაიმეორეოს თავისი შვილის შემთხვევაში. ის ქეთი მას აუცილებლად შესძულდება. ბავშვს არასდროს არ სიამოვნებს, როდესაც ადარებენ სხვას - თანაკლასელს, მეგობარს ან თუნდაც საკუთარ და- ძმას. ასეთ ფრაზებს არასდროს მოაქვს კარგი შედეგი... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს