"განსაკუთრებით ეს მამაკაცებს ეხებათ" - რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე 17 იანვრის ახალმთვარეობა

"განსაკუთრებით ეს მამაკაცებს ეხებათ" - რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე 17 იანვრის ახალმთვარეობა

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მოსალოდნელი ახალმთვარეობისა და მასთან დაკავშირებული ასტროლოგიური ასპექტების შესახებ "ფეისბუქში" წერს:

"17 იანვარს 16:16-ზე მთვარე თვის პირველ ფაზაში გადადის ანუ ახალმთვარეობა დგება. ყოველი ახალმთვარეობა ახალი ენერგიების შემოსვლისა და ცვლილებების დატვირთვის მატარებელია. როგორც წესი, ახალმთვარეობის წინა და მომდევნო დღეებიც ანალოგიურ ტენდენციებს შეიცავენ ხოლმე. ახალმთვარეობის დროს ადამიანის ორგანიზმის რესურსები მინიმუმზეა დასული. ენერგეტიკა თანდათან იწყებს დაგროვებას და სავსემთვარეობისას თავის პიკს მიაღწევს. მაგრამ ჯერჯერობით არასასურველია ზედმეტი გადატვირთვა, კლებულობს როგორც შრომისუნარიანობა, ისე რაიმე ინფორმაციის ათვისების უნარი. ადამიანები ხდებიან გაღიზიანებულები, ინდეფერენტულები, ზოგ შემთხვევებში აგრესიულები. განსაკუთრებით ეს მამაკაცებს ეხებათ, მათ უფრო უჭირთ ხოლმე ახალი მთვარის ენერგეტიკის გადატანა ვიდრე ქალებს. ახალმთვარეობის გადატანა ასევე უჭირთ მათ, ვისაც გული აწუხებს.

ნუ მოაწერთ ამ დღეს ხელს კონტრაქტებს, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, არასასურველია მოგზაურობის წამოწყება, უმჯობესია აკეთოთ ყოველდღიური, ჩვეული საქმეები, ან საერთოდაც დაისვენოთ. ეს 3 დღე ეცადეთ უფრო მეტად წყნარ გარემოში, დაძაბულობების გარეშე გაატაროთ. ნუ შეეჭიდებით ახალ საქმეებს, მითუმეტეს ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი პროექტებისა. თუმცა მათ დაგეგმვაზე ფიქრისათვის სწორედ რომ შესაფერისი პერიოდია, სულ მალე, ჩანაფიქრების განხორციელების შანსები მოგვეცემა. ახალმთვარეობა ბიძგს მისცემს ახალ პროექტებს, განსაკუთრებით ხელსაყრელი დრო დგება იმ წამოწყებებისათვის, რომლებიც ეხება კარიერულ საკითხებს.

ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ, როგორც ალბათ იცით, ოთხშაბათ დღეს მერკური მართავს. ამიტომ ახალმთვარეობა სწორედ მის სფეროს - გონებას შეეხება და ადამიანებს გარკვეულწილად დაბნეულებს გაგვხდის. დაიცავით ზომიერება ყველაფერში. სჯობს, ამ დღეს არაფერი მნიშვნელოვანი არ წამოიწყოთ. ხუთშაბათიდან კი შეგიძლიათ საქმეებს მიუბრუნდეთ.

როგორც ალბათ იცით, ახალმთვარეზე მზისა და მთვარის ზუსტი შეერთება ხდება.

ამჯერად მზისა და მთვარის შეერთებას ემატება ასევე შეერთება ვენერასთან და პლუტონთან, ჰარმონიული ასპექტი მარსთან და კვადრატი, ანუ დისჰარმონიული ასპექტი, ურანთან. ჰარმონიული ასპექტები სჭარბობენ - შესაბამისად ეს ახალმთვარეობა ნაკლებად იქნება ნეგატიური გავლენის მატარებელი. თუმცა სიფრთხილეს თავი არასდროს არ სტკივა და ზედმეტ აქტიურობას მაინცდამაიც ნუ გამოიჩენთ.

ვინაიდან მთვარე თხისრქაში იქნება - მოსალოდნელია ურთიერთობა ზემდგომ ორგანიზაციებთან, უფროსობასთან, ან უბრალოდ ასაკით უფროს, ან ავტორიტეტულ პიროვნებებთან; ურანის კვადრატის გამო არაა გამორიცხული საქმეების მოულოდნელი შეფერხება, წინააღმდეგობების გაჩენა. თუმცა თუ ჯეროვან მონდომებას გამოვიჩენთ, მარსის სექსტილი დაგვეხმარება პრობლმების წარმატებით გადალახვაში.

შესაძლოა ვენერასა და პლუტონის შეერთებამ გიბიძგოთ გაუმართლებელი ხელგაშლილობის ან უადგილო დროს თავის გამოჩენის სურვილებისაკენ, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში პარტნიორისათვის თქვენი აზრის თავსმოხვევისკენ.

ეს ახალმთვარეობა ვენერას ურანთან კვადრატის ფონზე უწევს. რაც კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს პირად ურთიერთობებში მოსალოდნელ კონფლიქტებზე. იმაზე რომ ალბათ არ ღირს ცხელ გულზე ურთიერთობის გაწყვეტა, რადგან ემოციების გადავლის შემდეგ შესაძლოა მივხვდეთ, რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ამ შეცდომის გამოსწორება უკვე გვიანი იყოს. მაგრამ თუ გონების ხმას დაუგდებთ ყურს, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.

პლანეტების სტელიუმი თხისრქაში ამ სფეროს ხაზგასმულს ხდის. ამიტომ ჩაიხედეთ თქვენს პირად რუკებში, ნახეთ რომელ სახლებში ხვდება იქ თხისრქა. მომდევნო ახალმთვარემდე სწორედ ეგ თემები იქნება თქვენთვის ყველაზე აქტუალური. ზოგადად კი მისაღებია ამბიციურობა, გეგმიურობა, რეპუტაციაზე და სოციალურ სტატუსზე ზრუნვა.

მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე, რომ მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარეც - ანუ ნებისმიერი რამ შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. რა შეიძლება ამ მხრივ ახალმთვარეობაზე ითქვას?

ახალმთვარეობა კი ხელს უწყობს მავნე ჩვევების მოცილებას. მაგალითად, ვისაც სიგარეტისთვის თავის დანებება სურს, სწორედ შესაფერისი პერიოდი იქნება საამისოდ.

ახალმთვარეობის ენერგეტიკა არა მხოლოდ უსარგებლო ურთიერთობებისაგან გათავისუფლებაში შეიძლება გამოვიყენოთ, არამედ ორგანიზმში დაგროვილი ნეგატივისაგან გასაწმენდად, და ეს შეიძლება გაკეთდეს სულიერი პრაქტიკებით, კერძოდ-მედიტაციით, ლოცვით. კარგია მიწის სტიქიასთან ურთიერთობა, ვთქვათ თიხისგან რაიმეს გამოძერწვაც კი ძალიან დიდ სიმშვიდეს მოგგვრით.

ვინაიდან ახალმთვარეობა თხისრქის 27°-ზე ხდება, ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ გყავთ თქვენს ნატალურ რუკაზე ამ გრადუსზე რაიმე პლანეტა. თუ აღმოაჩენთ რომ თქვენი რომელიმე პლანეტა ახალმთვარეობის წერტილს უერთდება, მაშინ უნდა ივარაუდოთ, მიმდინარე თვე თქვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენებით იქნება გამორჩეული. თუ როგორი ხასიათი ექნება ამ მოვლენებს, დამოკიდებულია ამ პლანეტის სხვა პლანეტებთან ასპექტებზე, რამდენად ჰარმონიულნი არიან ისინი.

კიდევ 1 საინტერესო ფაქტი ამ ახალმთვარეობასთან დაკავშირბით, თუმცა ეს მისი ასტრონომიული მხარე უფროა, ვიდრე ასტროლოგიური. 17 იანვრის ახალმთვარეობის წერტლი ემთხვევა მთვარის ორბიტის აპოგეას, ანუ ამ ორბიტის ყველაზე დაშორებულ წერტილს დედამიწიდან. ასეთ ახალმთვარეობას მიკრომთვარეს უწოდებენ. ცნობისათვის, ეს დაშორება დაახლოებით 382 ათას კილომეტრზე მეტს შეადგენს".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს