კაცს, რომელიც ცოლის გვარზე გადავიდა, "ფეისბუქზე" დასცინიან

კაცს, რომელიც ცოლის გვარზე გადავიდა, "ფეისბუქზე" დასცინიან

ავსტრალიელი კაცი, რომელიც დაქორწინების შემდეგ ცოლის გვარზე გადავიდა, სოციალურ ქსელებში დაცინვის ობიექტი გახდა.

გრანტ ფილიპსმა, რომლის გვარი დაქორწინებამდე დევისი იყო, ცოლთან ჯეიდ ფილიპსთან ერთად გადაწყვიტა, გვარის გასაგრძელებლად ცოლის გვარზე გადასულიყო. ჯეიდს არ ჰყავს ძმები, მისი ყველა ბიძაშვილი ქალია. იმ შემთხვევაში კი, თუ გრანტი ფილიპსი იქნებოდა, ამავე გვარის მატარებლები იქნებოდნენ წყვილის შვილებიც.

საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გრანტმა "ფეისბუქზე" დაწერა და მის პოსტს სრულიად უცნობი ადამიანების მხრიდან აგრესია და დაცინვა მოჰყვა.

"მე და ჩემს ცოლს გვისურვებენ, ავტოავარიაში დავიხოცოთ, ან - ჩემი ცოლის ყველა ორსულობა ნაადრევად შეწყდეს და ღმერთმა ამ გზით დაგვსაჯოს..." - განაცხადა გრანტმა "ინდეფენდენთთან".

მისივე განმარტებით, გვარის შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯეიდთან ერთად მიიღო.

"ეს იყო ჩემი და ჩემი ცოლის პირადი გადაწყვეტილება, მე მყავს რამდენიმე მამაკაცი ბიძაშვილი და ჩემი გვარის პრობლემა არ დგას. ჯეიდის მამისთვის კი გვარის გაგრძელების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია," - ამბობს გრანტ ფილიპსი.

"ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო" - გიორგი კეკელიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის დედას დაეხმარება

ქართულ-იაპონური ოჯახის ამბავი და იაპონური ტრადიციები - "დედამთილმა, ბებოს ოთახში სძინავსო. გავედით ოთახში და ვხედავ გარდაცვლილს"

"აუცილებლად დავბრუნდები და ჩემს სათქმელს ვიტყვი" - ნიკოლოზ მანაგაძე "მასტერშეფისა“ და მომავლის გეგმების შესახებ