როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა - ფსიქოლოგების აუცილებელი ინსტრუქციები მშობლებს

 როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა - ფსიქოლოგების აუცილებელი ინსტრუქციები მშობლებს

ბავშვის ცუდი ქცევა - არის მისი მეთოდი მიიტანოს თავისი სათქმელი მშობლამდე. მათ ყოველთვის არ შეუძლიათ სათქმელის სიტყვებით გამოხატვა, რა აწუხებთ, რით არიან უკმაყოფილოები. ამიტომ სიტყვით გამოუთქმელი პროტესტი და წყენა აისახება მათ ქცევაზე. თუ მშობელი არ ცდილობს გაერკვეს ბავშვის ქცევის მიზეზში, იგი რისკავს, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდება და გაუმყარდება ცუდი ქცევა, რომელიც განმეორდება ისევ და ისევ. რატომ არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, თუ რატომ აღარ გისმენთ ბავშვი და ცუდად იქცევა? როგორ გამოვასწოროთ ყველაფერი?

დასჯას აქვს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი და არ გვეხმარება ბავშვის ცუდი საქციელის გამოსწორებაში. ერთადერთი, რაც მას ნამდვილად შეუძლია - დაუტოვოს ღრმა წყენა და იმის გააზრება, რომ არ მოუსმინეს და ვერ გაუგეს. სწორედ ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მშობლის დროული და სწორი რეაქცია, რომელიც ან აღრმავებს ბავშვის ცუდ საქციელს, ან ეხმარება კონფლიქტის დადებითად მოგვარებაში.

არსებობს სამეცნიერო ახსნა იმისა, თუ რატომ გამოდიან ბავშვები დროდადრო "საზღვრებიდან". ეს არის ბავშვის განვითარების ნორმალური ეტაპები. ბავშვის გადმოსახედიდან მას უნდა, რომ ეკუთვნოდეს მშობლის მთელი დრო და ყურადღება. ბავშვებს ხომ არ შეუძლიათ ამის "სწორად" გამოხატვა. მათ ჰგონიათ, რომ საუკეთესო მეთოდი ამისთვის - ისტერიკის მოწყობაა... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს