ბიჭი დაუნის სინდრომით, რომელიც მილიონერი გახდა - გაიცანით ჯონ კრონინი

ბიჭი დაუნის სინდრომით, რომელიც მილიონერი გახდა - გაიცანით ჯონ კრონინი

ჯონ კრონინს საკუთარი წინდების მაღაზია აქვს. John’s Crazy Socks-ის თანადამფუძნებელი მისი მამა, მარკ კრონინია.

John’s Crazy Socks ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე მდებარეობს. მამა-შვილის შემოსავალი, ბიზნესის წყალობით, პირველივე წელს 1.4 მლნ დოლარი იყო.

ჯონი დაუნის სინდრომით დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ მოისურვა, მამასთან ერთად ბიზნესი დაეწყო.

"გვინდოდა, რამე სახალისო მაღაზია გვქონოდა, თუმცა ვერ ჩამოვყალიბდით იდეაზე. შემდეგ გვინდოდა საჭმლის მაღაზია, თუმცა ერთი პრობლემა გვაქვს - კერძების მომზადება არცერთმა არ ვიცით. შემდეგ კი გაგვიჩნდა იდეა, გაგვეყიდა ჭრელა-ჭრულა წინდები," - ამბობენ ჯონი და მარკი.

წყვილმა 1500 წყვილი წინდა გაყიდა. ყველა მომხმარებელი, რომელიც წინდებს უკვეთავს, ჯონისგან ტკბილეულს და მადლობის ბარათსაც იღებს. თუ მომხმარებელი ლონგ-აილენდზე ცხოვრობს, წინდებს პირადად ჯონი გადასცემს.

კომპანიაში 12 ადამიანი მუშაობს, მათგან რვა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. შემოსავლის ნაწილს კრონინები ქველმოქმედებისთვის რიცხავენ.

"დაუნის სინდრომი არასოდეს მხევს უკან. ჩვენ წინდების საშუალებით ბედნიერებას ვავრცელებთ,"- ამბობს ჯონი.

"ძალიან გვჭირდება ერთმანეთი. მე ჯონის გარეშე ვერაფერს ვიზამდი, ჯონის კი უჩემოდ გაუჭირდებოდა," - აღნიშნავს ჯონის მამა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს