ტომ ჯონსის ქონება 200 მლნ დოლარია, მისი შვილი კი უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობს

ტომ ჯონსის ქონება 200 მლნ დოლარია, მისი შვილი კი უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობს

უელსელი მომღერლის, ტომ ჯონსის უმცროს შვილს ღამით ნიუ-ჯერსის უსახლკაროთა თავშესაფარში სძინავს და ძალიან უნდა ნახოს მამა, "ვიდრე ძალიან გვიანი არ არის".

29 წლის მუსიკოსი ჯონათან ბერკერი, რომელმაც ჯონ ჯონსი დაირქვა, მამას არასოდეს შეხვედრია. ბერკერის მძიმე ცხოვრების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ლეგენდარულმა უელსელმა მომღერალმა ჰოლივუდში მდებარე სახლი 9 მლნ დოლარად გაყიდა. ტომ ჯონსს ცოტა ხნის წინ ცოლი, ლინდა გარდაეცვალა.

ტომ ჯონსს წლების წინ მოდელთან კეტრინ ბერკერთან სამდღიანი რომანი ჰქონდა, ჯონიც სწორედ მაშინ ჩაისახა. მაშინ კეტრინი 24-ის, ტომ ჯონსი კი 47 წლის იყო. წყვილი ერთმანეთს აღარასოდეს შეხვედრია.

ჯონ ჯონსი მამას შვილად არასოდეს უცნია, თუმცა ბიჭს იმედი აქვს, რომ 77 წლის მომღერალს მასთან ურთიერთობა ოდესმე მოუნდება.

მომღერალი არც კი აღიარებდა, რომ კიდევ ერთი შვილი ჰყავდა, თუმცა 2008 წელს სასამართლომ სავალდებულოდ მიიჩნია გენეტიკური ტესტის ჩატარება, რომლითაც მისი მამობა დადგინდა. ტომ ჯონსს დაეკისრა ყოველთვიური გადასახადი შვილისთვის, 1,700 ფუნტი, ვიდრე ჯონს 18 წელი შეუსრულდებოდა. მომღერლის ქონება 155 მლნ ფუნტს შეადგენს.

ჯონ ჯონსის თქმით, მთელი ბავშობა ელოდებოდა, რომ "მამა სახლში დაბრუნდებოდა", თუმცა, როდესაც გაიაზრა, რომ ის მიატოვეს, ნარკოტიკზე დამოკიდებული გახდა და სამსახურის შოვნა გაუჭირდა. მოგვიანებით ციხეშიც აღმოჩნდა და პირობა დადო, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდებოდა. ჯონი ცდილობს, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

მას შემდეგ, რაც სამსახური და ბინა დაკარგა, პარკში სკამზე ეძინა. სიცივის გამო კი იძულებული გახდა, უსახლკაროთა თავშესაფარს შეაფაროს თავი.

წყარო thesun.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს