მსოფლიოს ყველაზე ცივ სოფელში, სადაც წამწამებიც კი გაგეყინებათ, -62 გრადუსია

მსოფლიოს ყველაზე ცივ სოფელში, სადაც წამწამებიც კი გაგეყინებათ, -62 გრადუსია

მსოფლიოს ყველაზე ცივ სოფელში ტემპერატურა იმდენად დაბალია, რომ ყინვისგან ციფრული თერმომეტრი გატყდა.

ოიმიაკონი რუსეთში მდებარეობს, იაკუტიაში.

ციფრული თერმომეტრი ტურისტების მისაზიდად გასულ წელს დაკიდეს. თუმცა, ტემპერატურა ახლა სოფელში -62 გრადუსია და ყინვას თერმომეტრმა ვერ გაუძლო.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც ოიმიაკონში დაფიქსირებულა, -68 გრადუსია. სოფელში დაახლოებით 500 ადამიანი ცხოვრობს.

იაკუცკში მცხოვრები 24 წლის ანასტასია გრუზდევამ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა საკუთარი და მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები, სადაც გოგონებს წამწამებიც კი გაყინული აქვთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს