ენრიკე იგლესიასმა და ანა კურნიკოვამ ახალშობილი ტყუპების პირველი ფოტოები გამოაქვეყნეს

ენრიკე იგლესიასმა და ანა კურნიკოვამ ახალშობილი ტყუპების პირველი ფოტოები გამოაქვეყნეს

ენრიკე იგლესიასისა და ანა კურნიკოვას ცხოვრება მედიისთვის დაფარულია, თუმცა წყვილმა გადაწყვიტა, ახალშობილი შვილების ფოტოები "ინსტაგრამზე" განეთავსებინათ.

მშობლებმა ტყუპების სურათები გუშინ გაავრცელეს.

ანა კურნიკოვას ორსულობამ ყველასთვის საიდუმლოდ ჩაიარა, ნიკოლასი და ლუსი წყვილს 16 დეკემბერს შეეძინა მაიამიში.

იგლესიასის დედამ, იზაბელა პრეისლერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კურნიკოვა არ ცდილობდა ორსულობა დაემალა, უბრალოდ, ის ცდილობს, პირადი ცხოვრება მსოფლიოს განსახილველი არ იყოს.

ნიკოლასი და ლუსი მომღერლისთვის და ჩოგბურთელისთვის პირველი შვილები არიან. წყვილი 16 წელია ერთად ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე არ დაქორწინებულა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს