ზამთრის 10 საუკეთესო ღვინო - ALLWINE.GE გირჩევთ

ზამთრის 10 საუკეთესო ღვინო - ALLWINE.GE გირჩევთ

ზამთარი წელიწადის ის დროა, როდესაც მენიუში მსუბუქი კერძები იშვიათად ფიგურირებს. როგორც ცნობილია, ამ დროს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ხორცისაგან მომზადებულ მძიმე, მაღალცხიმოვან კერძებს მიირთმევს. სწორედ ამიტომ, ზამთრის ღვინის შერჩევისას ჩვენი ყურადღება ისეთ ღვინოზე უნდა გავამახვილოთ, რომელიც დასახელებულ კერძებს სათანადოდ შეეხამება...

ჩვენ მიერ წარმოდგენილი ათი ღვინო შეგიძლიათ ღვინის მოყვარულებისთვის ერთგვარ კონსულტაციად ჩათვალოთ. ცხადია, მომხმარებლის გემოვნება ინდივიდუალურია და გარკვეულ შტრიხებს მკითხველიც დაამატებს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ შერჩეული ღვინის ათი სახეობა ნამდვილად იმსახურებს ღვინის მოყვარულების ყურადღებას...

გთავაზობთ, ჩვენ მიერ შერჩეულ ზამთრის ღვინოების ტოპ ათეულს allwine.ge-საგან...

1. ახმეტაში მოწეული ყურძნისაგან, ნატურალური მეღვინოების წესების სრული დაცვით დაყენებული კახური მწვანე ქართული ღვინის ბაზარზე არც ისე ბევრია. "ლექსოს მარნის" 2016 წლის მოსავლის, სოკოს სურნელებით სავსე ქვევრის მწვანე კახური კი ის ღვინოა, რომელიც ნატურალური ღვინის მოყვარულებს განსაკუთრებულად მოეწონებათ. ამ მშვენიერ ღვინოს საქონლის ხორცის "ხაშლამა" ძალიან კარგად ეხამება. ღვინის შეძენა ჩვენი ღვინის ინტერნეტ-მაღაზიაში allwine.ge-ში 35 ლარად შეგიძლიათ.

2. გურჯაანის სოფელ ბაკურციხის ზვრებში მოწეული ყურძნისგან, "გოდერძიშვილების მარანში" დაყენებული 2015 წლის მოსავლის ქვევრის საფერავი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ხარისხოვანი ღვინოა, რომელსაც როგორც იტყვიან "მეღვინის ხელი ეტყობა". ვფიქრობთ რომ, ღვინოში მკვეთრად გამოხატული ალუბლის ტონები ღვინის ყველაზე პრეტენზიულ მოყვარულებსაც კი მოხიბლავს. ამ 24.95 ლარად ღირებულ მშვენიერ საფერავს ცხადია ღორის ხორცის "მწვადი" ძალიან მოუხდება.

3. ამჯერად, მორიგ საუკეთესო ქვევრის ღვინოს "როსტომაანთ მარანი" წარმოგვიდგენს. 2016 წლის მოსავლის რქაწითელის ღვინო კახური წესით დამზადებულია. ყურძენი დაკრეფილია კახეთში, სოფელ "რუსიპირში". ეს არის გაუფილტრავი ღვინო, რომელსაც, როგორც ვფიქრობთ, ყველაზე კარგად მშრალი ყველი შეეხამება. ღვინის შეძენა ჩვენს ინტერნეტ-მაღაზიაში allwine.ge-ში 30 ლარად შეგიძლიათ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს