"ერთი ნახვით შეყვარების შემთხვევები მოიმატებს" - რა ელოდებათ ზოადიაქოს ნიშნებს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში

"ერთი ნახვით შეყვარების შემთხვევები მოიმატებს" - რა ელოდებათ ზოადიაქოს ნიშნებს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში

20 იანვარს მზე თხისრქის ნიშნიდან მერწყულის ზოდიაქოში გადავა. ამასთან დაკავშირებით ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"20 იანვარს, დილის 7:10-ზე მზე ტოვებს თხისრქის ნიშანს და გადაბრძანდება მერწყულის ზოდიაქოში, სადაც მას ორიოდე დღით ადრე 18-ში უკვე იქ გადასული ვენერა უხვდება. 20 იანვარს დილის 5:09-ზე მზე თხისრქის პრაგმატული და ოდნავ მოსაწყენი ნიშნიდან მერწყულის ზოდიაქოში გადავა.

ეს ის დროა, როდესაც ადამიანები ბევრად უფრო მეგობრულები ხდებიან, უფრო ადვილად ამყარებენ კონტაქტებს, იზრდება ინტელექტუალური ურთიერთობის მოთხოვნილება, და ადამიანები ცდილობენ თანამოაზრეების პოვნას.

ამიტომაც ამ პერიოდში კარგია ჯგუფურ აქტიობებში ჩართვა, საქმის გუნდურად გადაწყვეტა. შესანიშნავი დროა საზოგადოებრივ ასპარეზზე პირველი ნაბიჯების გადადგმისათვის - ოღონდ იმოქმედეთ შაბლონების გარეშე, შემოქმედებითად. თუ საჭიროა, დაიხმარეთ მეგობრული კავშირებიც.

თუმცა ოდნავ უფრო ადრე, ვიდრე მზე გადავიდოდეს მერწყულში ცაზე კიდევ ერთ საინტერესო ასტრო- მოვლენას ექნება ადგილი - უკვე დღესვე, 18 იანვარს, ვენერა, რომელიც ჩვენს რომანტიულ გრძნობებს და ასევე ჩვენს ფინანსებს მართავს, გადავა მერწყულის ზოდიაქოში. სწორედ ამიტომ თხისრქისეული თავშეკავებულობა და სიფრთხილე გრძნობების გამომჟღავნების საკითხში კონტაქტურობითა და პირობითობის სწრაფი მოხსნით შეიცვლება. შესაძლოა მეგობრული კავშირების რომანტიულში გადაზრდა... მალე, როგორც სასიყვარულო, ისე ფინანსურ საკითხებში მეტი ავანტურიზმი თუ არა, ახალი მიდგომების, ახალი იდეების მოთხოვნილება აუცილებლად გაჩნდება.

კონკრეტულად თუ ვიტყვით, სასიყვარულო სფეროში ერთი ნახვით შეყვარების შემთხვევები მატულობს. ადამიანმა შესაძლოა თავისი თავისთვისაც კი სრულიად მოულოდნელად აღმოაჩნოს, რომ თურმე კარგა ხანია უყვარს ვიღაც ვისაც აქამდე უბრალოდ მეგობარს ეძახდა. და ეს კარგია, ვინაიდან ამ პერიოდში აღმოცენებული რომანტიული გრძნობები, მხოლოდ მაშინ არის ხოლმე ხანგრძლივი, თუ საერთო ინტერესებით დაკავებულ ადამიანებს აკავშირებს ერთმანეთთან. ასეთი ურთიერთობები ღრმა და ნათელ კვალს ავლებს ხოლმე ჩვენს სულში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვენერას მომდევნო ნიშანში გადასვლის შემდეგ, სასიყვარულო კოცონი ჩაფერფლვას დაიწყებს.

რაც შეეხება ფინანსულ საკითხებს, აქ თანხების შემოდინებას ხელს შეუწყობს ორიგინალური იდეები, არაშაბლონური მიდგომები, თანამედროვე ტექნიკის უახლესი მიღწევების გამოყენება. შესაძლოა დაფინანსების სრულიად ახალი წყაროს გამოჩენაც, რომელსაც სპონსორებს, მეცენატებს ან უბრალოდ თქვენს კარგ მეგობრებს უნდა უმადლოდეთ განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია რათქმაუნდა მერწყულებისათვის, აგრეთვე ჰაერის და ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვისაც. აქტიურობა წაადგებათ მათაც, ვისაც პირადი პლანეტები, ასცენდენტი, mc,ან II ან VIII სახლების კარიბჭეები გყავთ მერწყულში.

ეს ტრანზიტი 11 თებერვლამდე გასტანს".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს