დედის გზა - ამბავი, რომელიც ყველა დედამ და ყველა შვილმა უნდა წაიკითხოს!

 დედის გზა - ამბავი, რომელიც ყველა დედამ და ყველა შვილმა უნდა წაიკითხოს!

ახალგაზრდა დედას ხელში თავისი პირმშო უჭირავს, უღიმის და ფიქრობს: "ნეტავ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბედნიერება?"

ანგელოზმა უთხრა: "დედობის გზა გრძელი და რთულია. შენ დაბერდები, სანამ ამ გზის ბოლოში გახვალ. მაგრამ გახსოვდეს: ბოლო უკეთესი იქნება, ვიდრე დასაწყისი".

ახალგაზრდა დედა ძალიან ბედნიერი იყო და ვერ წარმოედგინა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ წლებზე უკეთესი.

იგი ეთამაშებოდა თავის შვილებს, გზად უკრეფდა ყვავილებს, აბანავებდა კრიალა წყაროს წყალში, მზე მხურვალედ ანათებდა ზევიდან.

ახალგაზრდა დედამ თქვა: "არაფერი შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე ეს ბედნიერი დრო!"

როდესაც დაღამდა, ქარიშხალი ამოვარდა. ბავშვები შიშისაგან კანკალებდნენ და დედას ეხუტებოდნენ. დედამ ორივე გულში ჩაიკრა და თავისი საბანი დაახურა... ბავშვებმა უთხრეს: "დედა, ჩვენ არაფრის არ გვეშინია, რადგან შენ ჩვენ გვერდით ხარ - არაფერი ცუდი არ მოხდება."

როდესაც გათენდა, მათ დაინახეს მთა. ბავშვებმა დაიწყეს მთაზე ასვლა და დაიღალნენ. დედაც დაიღალა, მაგრამ სულ ეუბნებოდა ბავშვებს: "მოითმინეთ, ცოტაც და ავალთ". როდესაც მთის წვერში ავიდნენ, ბავშვებმა უთხრეს დედას: "-დედა, ჩვენ ვერ გავაკეთებდით ამას უშენოდ!".

როდესაც დედა დაწვა დასაძინებლად, ვარსკვლავებს შეხედა და თქვა: "დღევანდელი დღე გუშინდელზე უკეთესი იყო. ჩემი ბავშვები პირისპირ შეხვდნენ სიძნელეს. გუშინ მე მივეცი მათ გამბედაობა, დღეს კი - ძალას"... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს