პრინცმა უილიამმა თავი გადაიპარსა, ვარცხნილობაში კი მან ძალიან ძვირი გადაიხადა

პრინცმა უილიამმა თავი გადაიპარსა, ვარცხნილობაში კი მან ძალიან ძვირი გადაიხადა

ახალ წელს პრინცი უილიამი ახალი ვარცხნილობით იწყებს - სამეფო ოჯახის 35 წლის წევრი ბავშვთა კლინიკაში გუშინ გადაპარსული თავით გამოჩნდა.

შეცვლილ იმიჯზე მეტი ყურადღება სოციალურ ქსელებში ვარცხნილობის ღირებულებამ მიიპყრო - ქეით მიდლტონის რჩევით, უილიამმა თმა ცოლის სტილისტთან, რიჩარდ უორდთან შეიჭრა და ამაში 180 ფუნტი (250 დოლარი) გადაიხადა.

უილიამი საკუთარ სიმელოტეს ყოველთვის იუმორით უდგებოდა, პრინცის შეთხელებულ თმაზე არაერთხელ იხუმრეს მისმა ოჯახის წევრებმაც.

"ვფიქრობ, ის ჩემზე ჭკვიანია, ეს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს დავადგინეთ, რაც მას სიმელოტე დაეწყო," - იხუმრა ერთ-ერთ ინტერვიუში მისმა ძმამ, პრინცმა ჰარიმ.

წყარო thesun.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს