ახალი დეტალები ყველაზე საზარელი ოჯახის შესახებ - მშობლები შვილებს აშიმშილებდნენ და ბანაობის უფლებას არ აძლევდნენ

ახალი დეტალები ყველაზე საზარელი ოჯახის შესახებ - მშობლები შვილებს აშიმშილებდნენ და ბანაობის უფლებას არ აძლევდნენ

კალიფორნიაში მცხოვრები ტურპინების ოჯახის საზარელი ამბავი მსოფლიო მედიისთვის კვლავ ერთ-ერთ უმთავრეს თემად რჩება, სამართალდამცველებმა წლობით დაბმული და ნაწამები 13 ბავშვის შესახებ ახალი დეტალები გაამჟღავნეს.

მშობლები, ლუიზ და დევიდ ტურპინები შვილებს, რომელთა ასაკი 2-დან 29 წლამდეა, დასჯის მიზნით თოკებით კრავდნენ, შემდეგ კი - ჯაჭვებით აბამდნენ. ამის შესახებ პროკურორმა მაიკ ჰესტრინმა ისაუბრა.

მისი თქმით, და-ძმების გადარჩენა 17 წლის გოგონამ შეძლო, რომელიც ფანჯრიდან გადახტა და სამაშველო სამსახურში დარეკა. პროკურორის ინფორმაციით, გოგონა სამართალდამცველებთან დაკავშირებას 2 წლის მანძილზე გეგმავდა.

ბავშვების წამება წლების მანძილზე გრძელდებოდა - ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ოჯახი ტეხასში ცხოვრობდა. ბავშვებს რამდენიმე კვირის და ხან - თვის მანძილზე ტოვებდნენ დაბმულს. ბანაობის უფლებას კი მათ წელიწადში ერთხელ აძლევდნენ.

როგორც პროკურორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბავშვებს მხოლოდ ხელების დაბანა შეეძლოთ. თუ წყალი მაჯის ზემოთაც მოხვდებოდათ, მათ საწოლზე ჯაჭვით აბამდნენ.

ტურპინები შვილებს იშვიათად აჭმევდნენ საჭმელს.

"მშობლები ყიდულობდნენ საჭმელს - მათ შორის ღვეზელებს, დებდნენ ისეთ ადგილას, რომ შვილებს დანახვა შესძლებოდათ, თუმცა ჭამის უფლება არ ჰქონდათ," - ამბობს ჰესტრინი.

ამასთან, ოჯახს არ ეძინა დილის 4-5 საათამდე და უნდა სძინებოდათ დღის განმავლობაში.

ბავშვები იმდენად იზოლირებულები იყვნენ გარესამყაროსგან, რომ ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"როდესაც პოლიცია მათ გადასარჩენად მივიდა, მსხვერპლთა უმეტესობამ არ იცოდა, რას ნიშნავდა პოლიციელი," - ამბობს პროკურორი.

დევიდ და ლუიზ ტურპინები ბრალს არ აღიარებენ და უარყოფენ ინფორმაციას, რომ შვილებს აწამებდნენ.

წყარო cnn.com

"ამ სახლთან მიახლოება არავის უნდოდა"-რა ხდებოდა საშინელებათა სახლში, სადაც მშობლებს 13 შვილი ჰყავდათ დატყვევებული

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს