თაკო ნაცვლიშვილი Ralph & Russo-ს ჩვენებაზე ბრწყინავდა

თაკო ნაცვლიშვილი Ralph & Russo-ს ჩვენებაზე ბრწყინავდა

ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა ბრიტანული ბრენდის, Ralph & Russo ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.

ჩვენებას მოდის ექსპერტები განსაკუთრებული ყურადღებით ელოდებოდნენ, რადგან ვარაუდობენ, რომ სწორედ Ralph & Russo შეუკერავს კაბას პრინცი ჰარის საცოლეს, მეგან მარკლს. ქორწილი მაისში გაიმართება.

ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც კენსინგტონის სასახლემ ნიშნობის ფოტოები გაავრცელა, სადაც მეგანს სწორედ ბრიტანული ბრენდის 64 ათას დოლარად ღირებული კაბა აცვია.

ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებამდე Ralph & Russo-მ ულამაზესი კოლექცია წარმოადგინა. კიმონოს ელემენტები, ფერების მკვეთრი, ულამაზესი პალიტრა - სამოსი იმდენად ლამაზი და შთამბეჭდავია, რომ მას კომფორტულად მოირგებენ როგორც არაბი პრინცესები, ისე - ჰოლივუდის ვარსკვლავები.

ბრენდის ჩვენებაზე ბრწყინავდა ქართველი მოდელიც, თაკო ნაცვლიშვილი, რომელმაც ვერცხლისფერი ტონალობის კაბა წარადგინა.

წყარო harpersbazaar

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს