როდისაა ხელსაყრელი პერიოდი ჩასახვისთვის ასტროლოგიის მიხედვით და როგორ უნდა გაიგოთ ბიჭი გეყოლებათ თუ გოგო

როდისაა ხელსაყრელი პერიოდი ჩასახვისთვის ასტროლოგიის მიხედვით და როგორ უნდა გაიგოთ ბიჭი გეყოლებათ თუ გოგო

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ასტროლოგიისა და შვილოსნობის თემაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ასტროლოგიის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ მთვარე არა მხოლოდ ჩვენს ინტუციაზე აგებს პასუხს, არამედ ბევრ სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან პროცესებზეც ჩვენს ორგანიზმში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთვარე ქალებისათვის.

საქმე ისაა, რომ მთვარის ფაზების ციკლი და მენსტრუალური ციკლი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. შესაბამისად მთვარე დიდ გავლენას ახდენს ჩასახვაზეც.

გასულ საუკუნეში ჩეხეთში სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი მომავალი ექიმი - გინეკოლოგი იონასი დააინტერესა ასტროლოგიამ. რომელიღაც ბაბილონურ - ასურულ წყაროებში მან მიაკვლია მინიშნებას იმის თაობაზე, რომ ქალს შეუძლია დაფეხმძიმება მხოლოდ მთვარის გარკვეულ ფაზაზე. ამ აღმოჩენამ დაუდო სათავე შემდგომ კვლევებს. უკვე უმაღლესის დამთავრების შემდგომ დოქტორი იონასი სათავეში ჩაუდგა კლინიკას სახელწოდებით "ასტრა" და მიზნად დაისახა გაერკვია, რომელი დღეები იყო ჩასახვისათვის ნაყოფიერი და რომელი სტერილური.

1968 წელს იონასის მიერ აღმოჩენილ იქნა სენსაციური რამ. მან დაადასტურა, რომ ჰორმონალური ციკლის გარდა ჩასახვაზე გავლენა ჰქონია ინდივიდუალურ, მთვარის ციკლსაც.

იონასმა ივარაუდა რომ ჩასახვისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი და ნაყოფიერი იქნებოდა ის ფაზა, რომელ ფაზაზეც დაიბადა თვითონ ქალი, მომავალი დედა.

იონასის აღმოჩენა საფუძვლიანად იქნა შემოწმებული პრაქტიკაში. მის მიერ ჩატარებულ კვლევებში მონაწილეობა მიიღო 360 პაციენტმა, რომლებსაც 3 და მეტი წლის მანძილზე ჰქონდათ ჩასახვის პრობლემები, გამოუთვალა თვითეულ მათგანს ამ მეთოდის მეშვეობით დაფეხმძიმების კალენდარი. ერთი წლის მანძილზე ამ პაციენტებიდან 327 დაორსულდა! რაც, დამეთანხმებით, განსაცვიფრებლად მაღალი მაჩვენებელია!

მთვარის კალენდრები შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში, შეიყვანოთ თქვენი დაბადების თარიღი და გაარკვიოთ რომელ ფაზაზე ხართ დაბადებული. თუ თქვენ ახალმთვარეობაზე დაიბადეთ, მაშინ ზუსტად ახალმთვარეობის ფაზა იქნება თქვენთვის ხელსაყრელი. თუ თქვენი დაბადების დროს მთვარე კლებად ფაზას გადიოდა, ეს ფაზა იქნება უფრო ხელსაყრელი.

დღეს, როდესაც არსებობს ექოსკოპიური კვლევის საშუალება, წყვილები ფეხმძიმობის ადრეული ეტაპიდანვე გებულობენ, გოგონა ეყოლებათ თუ ბიჭი. მაგრამ რადგან ჩასახვა ასტროლოგიის დახმარებით შესაძლებელია, ხომ არ არის რაღაც ასტროლოგიური ფაქტორები, რომლებიც მისცემენ საშუალებას მომავალ მშობლებს ბავშვის სქესიც დაგეგმონ?

რა თქმა უნდა, ბევრი ამბობს რომ მისთვის სულერთია ბავშვის სქესი, უფრო მთავარი ბავშვის ჯანმრთელობაა. რაც ძირითადში სწორია. თუმცა გულის სიღრმეში ალბათ ასეთ წყვილებსა აქვთ მაინც რაღაც პრიორიტეტი.

ასტროლოგიური თვალსაზრისით ითვლება, რომ როდესაც მთვარე ე.წ. "ქალურ" ნიშნებს გადის, იმ დღეებში იზრდება სწორედ გოგონას ჩასახვის ალბათობა, ხოლო "მამრობითი" ზოდიქოებში მთვარის მოძრაობისას - ბიჭები ისახებიან აქვე, რა თქმა უნდა, შეგახსენებთ, რომ ქალურ ნიშნებად მიიჩნევა წყლის და მიწის სტიქიის ზოდიაქოები - ანუ კირჩხიბი, მორიელი და თევზები და კურო, ქალწული და თხისრქა.

მამრობითი ნიშნები კი ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებია - ანუ "ვერძი, ლომი, მშვილდოსანი და ტყუპი, სასწორი და მერწყული.

ყველაზე ხელსაყრელი პირობები ჩასახვისათვის მზარდი მთვარის პერიოდში იქმნება. განსაკუთრებით კარგ დღეებად კი მთვარის მე-2, მე-3 და მე-7 დღეები მიიჩნევა.

თუმცა რომელ მთვარის დღეზეც ან ფაზაზეც არ უნდა იყვნენ ჩვენი შვილები ჩასახულნი, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მათთვის მშობლის სიყვარულია".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს