საკუთარი ვერტმფრენი, კუნძული, ზღაპრული დაბადების დღეები - როგორ ცხოვრობს 6 წლის ბლუ აივი

საკუთარი ვერტმფრენი, კუნძული, ზღაპრული დაბადების დღეები - როგორ ცხოვრობს 6 წლის ბლუ აივი

ბიონსესა და ჯეი-ზის 6 წლის შვილი ბლუ აივი ნამდვილი პრინცესასავით ცხოვრობს.

მდიდრული სახლები, პირადი თვითმფრინავები, ეგზოტიკური არდადეგები - ეს ყველაფერი პატარა გოგონას ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

მის გარდერობში მხოლოდ ცნობილი დიზაინერების სამოსია, დასასვენებლად კი მშობლებთან და მომსახურე პერსონალის გუნდთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კურორტებზე მიემგზავრება.

კრუიზებისთვის ოჯახი 70 ათას დოლარიან იახტას იყენებს, თუ სადმე გაფრენა სჭირდებათ კი - ჯეი-ზის 42 მლნ დოლარად ღირებულ თვითმფრინავს Bombardier Challenger 850. თვითმფრინავი რეპერმა ცოლისგან მიიღო საჩუქრად, მამის დღის აღსანიშნავად.

რაც შეეხება სახლებს, პატარა ბლუ აივის განკარგულებაშია 5 უზარმაზარი აპარტამენტი ლოს-ანჯელესში, ჰემპტონსა და მაიამიზე.

ასევე, გოგონა ხშირად მიემგზავრება მშობლებთან ერთად მათ საკუთრებაში არსებულ კუნძულზე, რომელიც ჯეი-ზიმ ბიონსეს 29-ე დაბადების დღის აღსანიშნავად აჩუქა.

როდესაც გოგონა ჯერ კიდევ ჩვილი იყო, მშობლები მას 20 ათას დოლარად ღირებული ეტლით ასეირნებდნენ, ბლუ აივი 70 ათას დოლარიანი "ბარბის" თოჯინით თამაშობდა, რომელიც ბრილიანტებით იყო მორთული.

მეოთხე დაბადების დღეზე კი მშობლებმა სახლის ეზო დისნეის ჯადოსნურ სამეფოდ გადააქციეს, სადაც პრინცესები სეირნობდნენ და არაბული ცხენიც კი ჰყავდათ.

ბლუ კრის მარტინისა და გვინეტ პელთროუს შვილის, ეფლის მეგობარია, გოგონები ერთად ძალიან ხშირად არიან. ასევე, ბიონსეს შვილი მეგობრობს მერაია ქერის 6 წლის ტყუპებთან - მოროკანსა და მონროსთან.

ბლუ აივიზე მუდმივად ზრუნავს გუნდი, რომელშიც შედიან ორი ძიძა, მზარეული, დაცვა და მისი პერსონალური სტილისტი, მანუელ მენდეზი.

ბავშვმა ფრანგულისა და სუაჰილის სწავლა სკოლაში შესვლამდე დაიწყო. ბლუ აივი მშობლების კლიპებშიც გამოჩნდა - ბიონსეს 2013 წლის ალბომში და Jay-Z-ს სიმღერაში Family Feud.

წყარო mirror.co.uk

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ