ქალების ნაცვლად ბორდელში ლატექსის გოგონები "მუშაობენ" - ევროპაში სექსთოჯინები სულ უფრო პოპულარული ხდება

ქალების ნაცვლად ბორდელში ლატექსის გოგონები "მუშაობენ" - ევროპაში სექსთოჯინები სულ უფრო პოპულარული ხდება

პარიზში გაიხსნა ბორდელი, სადაც სექსმუშაკების ნაცვლად მომხმარებლებს ლატექსის თოჯინები დახვდებათ.

ბრიტანული The Sun წერს, რომ სექსკლუბს რამდენიმე ოთახი აქვს. ბორდელში გადაღებული ფოტოების მიხედვით, "მომსახურებას" ოთხი სხვადასხვა ფორმის თოჯინა გაწევს. კედლები კი სხვა სექსრობოტების ფოტოებით არის გაფორმებული.

ასეთივე ბორდელი პირველად ლონდონში გაიხსნა, გასულ კვირას კი - ამსტერდამში.

ევროპაში ლატექსის "გოგონები" სულ უფრო პოპულარული ხდება. ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხუთიდან ერთ გერმანელს სიამოვნებით ექნებოდა სექსი თოჯინასთან, ოციდან ერთი კი ფიქრობს, რომ შეიძლება ლატექსის გოგონა შეჰყვარებოდა კიდეც.

2017 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ავსტრიაში, ვენაში სექსთოჯინა ფენის მეტი მსურველი ჰყავდა, ვიდრე რეალურ სექსმუშაკებს. ფენის პოპულარობიდან გამომდინარე, ავსტრიის დედაქალაქში მდებარე სხვა ბორდელებმა იაპონიაში შეიძინეს ლატექსის თოჯინები. "რეზინის გოგონების" ბორდელები გაიხსნა დორტმუნდში და ბარსელონაშიც.

ექსპერტი ოლივიე ბენდელი ამბობს, რომ თოჯინები რეალურ სექსმუშაკებს ვერ ჩაანაცვლებენ, კვლევების შედეგების გათვალისწინებითაც კი. მისი თქმით, ლატექსის გოგონებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს უამრავი ტაბუ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს