მუსულმანური ეგზორციზმის იდუმალი სამყარო - იმამმა რიტუალი კამერის წინ ჩაატარა

მუსულმანური ეგზორციზმის იდუმალი სამყარო - იმამმა რიტუალი კამერის წინ ჩაატარა

ბრიტანელმა იმამმა ნება დართო კამერებს, მის მიერ ჩატარებული "ეგზორციზმი" გადაეღოთ. მუსულმანი ღვთისმსახურის მიერ "ავი სულების გადევნის" რიტუალის დეტალებზე ბრიტანული Mirror წერს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში "ეგზორციზმს" წელიწადში ათასობით ადამიანი მიმართავს. იმამები "ადამიანებში ჩასახლებულ ჯინს" სხეულიდან გარეთ აგდებენ.

იმამი აიუბ ტაიები ამბობს, რომ პირადად მას ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი 3 ათასი რიტუალი აქვს ჩატარებული, ეგზორციზმისთვის კი როგორც მუსულმანები, ასევე - ქრისტიანები, სიხები, ინდუსები და ათეისტებიც მიმართავენ.

ვიდეოში, რომელსაც Mirror ავრცელებს, ჩანს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ბურქა აცვია, მას სახეც დაფარული აქვს. ქალი დარწმუნებულია, რომ მასში ავი სულები შავი მაგიის საშუალებით ჩასახლდნენ.

კადრებში მას განმეორებითი სპაზმები აქვს, თითქოს მისი პირიდან "ავი სულები ამოდიან".

ნახეთ ვიდეო : "ავი სულების გადევნის"რიტუალი - მუსულმანური ეგზორციზმის იდუმალი სამყარო

იმამ აიუბს ხელში მიკროფონი უჭირავს და ლოცვებს კითხულობს. ის შეფილდში მდებარე მეჩეთში რუქიას რიტუალს კამერების წინ ასრულებს, რათა ამ წესის შესახებ არსებული მითები დაანგრიოს.

29 წლის ქალმა დასახმარებლად იმამს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება ექიმებმა ვერ შეძლეს. ქალი ამბობს, რომ სიმტომებს შორის არის ხშირი ღებინება, მუცლის ტკივილი, უძილობა, თავის და ზურგის ტკივილი, მეხსიერების გაუარესება. ამასთან, ქალი აღნიშნავს, რომ ძალიან მალე გამოდის წყობილებიდან და უმიზეზოდ შეიძლება, ყვირილი დაიწყოს.

რიტუალის დროს ქალი უკონტროლო ხდება და "ჯინის დასამშვიდებლად" იმამი მას ნაკურთხ წყალს ასხამს.

იმამი აიუბი ამბობს, რომ ქალი შავი მაგიის მსხვერპლია.

"ამის შესახებ ინფორმაცია ჯინისგან მივიღე, როდესაც მას ვესაუბრებოდი, თუმცა მას არ უთქვამს, ვინ შეასრულა შელოცვა. ჩვენ, უბრალოდ, ვეხმარებით ადამიანებს განკურნებაში," - აღნიშნავს იმამი.

რიტუალის დასრულების შემდეგ მან ქალს აუხსნა, როგორ ემკურნალა საკუთარი თავისთვის სახლში. იმამის თქმით, პაციენტს სიმპტომების უმეტესობა გაუქრა.

იმამ აიუბთან პაციენტები გერმანიიდან, ნორვეგიიდან, აშშ-დან, შვედეთიდან და ერაყიდანაც ჩადიან, მათი უმეტესობა მუსულმანია.

"ვმკურნალობ დაავადებებს, რომლის დადგენა ან ახსნა ექიმებმა ვერ შეძლეს, მაგალითად - მენსტრუაციულ პერიოდთან დაკავშირებული პრობლემები, ან - მავნე ჩვევები, როგორიცაა აზარტული თამაშები, წამალზე დამოკიდებულება, ალკოჰოლი.

სიმპტომებს ისევე ჩამოვწერთ, როგორც ექიმები და ვახარისხებთ, ჯინისგან არის ეს გამოწვეული თუ მაგიისგან. ამ პასუხებით ვადგენთ პრობლემის დიაგნოზს, ალაჰის ნებით," - ამბობს იმამი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს