დიდ ბრიტანეთში ბებიის დაქირავება შეიძლება

დიდ ბრიტანეთში ბებიის დაქირავება შეიძლება

ბრიტანეთის ხელისუფლების წევრმა ლორდმა ფრეიდმა ლორდთა პალატას მოზარდთა სოციალური დახმარების პროგრამა წარუდგინა, რომლის მთავარი მოქმედი პირები მოხალისე-პენსიონერები იქნებიან.

ახალი ინიციატივა თინეიჯერებს, რომლებსაც ბებიები და ბაბუები არ ჰყავთ, ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე, ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევს.

ეს იდეა ლორდ ფრეიდს ეკუთვნის, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა და სოციალური სექტორის რეფორმაზეა პასუხისმგებელი.

ჯერ კიდევ ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე მან ამ პროგრამისთვის 200 ათასი გირვანქა სტერლინგი საკუთარი ჯიბიდან გაიღო.

ლორდის თქმით, ეს იდეა მას საკუთარმა ბაბუამ შთააგონა: "ჩვენი ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო ჩემი აღზრდის პერიოდში, რა თქმა უნდა, მშობლებთან ურთიერთობა რომ არ ჩათვალოთ. ამიტომ ახლა მსურს გავიგო, რამდენად უნივერსალურია ეს გამოცდილება და რამდენად დიდ როლს შეასრულებს ის მოზარდების აღზრდაში".

იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ასაკოვანმა ბრიტანელებმა მოზარდებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით უნდა მისცენ რჩევები, როგორიცაა სამსახურში მოწყობა, მშობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობა, სწავლა და ა.შ.

ერთ-ერთი ასეთი მოხალისე პენსიონერი სარა აღმოჩნდა. სარას იმედი აქვს, რომ იმ მოზარდთან ურთიერთობა, რომელიც მას მიანდეს, ორივესთვის საინტერესო იქნება.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა