ამერიკელმა ქალმა საკუთარ ძაღლებს 3 მლნ უანდერძა, ვაჟს კი 600 ათასი გირვანქა სტერლინგი

ამერიკელმა ქალმა საკუთარ ძაღლებს 3 მლნ უანდერძა, ვაჟს კი 600 ათასი გირვანქა სტერლინგი

ფლორიდის შტატის მცხოვრები ბრეტ კარი მემკვიდრეობის მიღებას სასამართლოს გზით ცდილობს. ბრეტ კარმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც დედამისმა 3 მლდ დოლარი და მაიამი ბიჩზე მდებარე 8 მლნ დოლარად ღირებული ვილა თავის სამ ძაღლს დაუტოვა.

ბრეტ კარი ამტკიცებს, რომ ყველაფერში დამნაშავე შინა მოსამსახურეები არიან, რომლებმაც 67 წლის გეილ პოზნერი აიძულეს მათთვის. 20 მლნ გირვანქა სტერლინგი დაეტოვებინა.

გეილ პოზნერი 2010 წლის მარტში კიბოთი გარდაიცვალა, თუმცა მისი ძაღლები ახლაც ძვირფასი სამკაულებით დადიან და ყოველკვირეულად სტუმრობენ სპა-სლონებს, წერს The Daily Telegraph. პოზნერის ვაჟმა კი, ანდერძის თანახმად, სულ რაღაც 600 ათასი გირვანქა სტერლინგი მიიღო.

სასამართლოში შეტანილ სარჩელში კარი აცხადებს, რომ დედამისს მთელი ქონება მისთვის უნდა დაეტოვებინა. ის ფიქრობს, რომ მოსამსახურეებმა მას ტკივილგამაყუჩებელი საშუალება გაუკეთეს, რათა ანდერძში ძაღლების სასარგებლოდ ცვლილებები შეეტანათ და ამგვარად უზარმაზარი თანხები ხელში ჩაეგდოთ.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს