სამართალდამცავები ჯორჯ ბუშის ქალიშვილის, ჯენისა და მისი მეუღლის გატაცებულ ველოსიპედებს ეძებენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდის შტატში ამ საქმის გამოსაძიებლად პოლიციის სპეციალური დანაყოფი შეიქმნა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა "ბალტიმორ სანი" წერს.
გამოცემის ცნობით, მძარცველებმა ოჯახური წყვილის ავტოფარეხში შეღწევა მოახერხეს. სწორედ ამ დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, თუმცა მათ ველოსიპედების გატაცება მოასწრეს. პოლიციამ მეზობლების დაკითხვის შედეგად მხოლოდ ის გაარკვია, რომ "ტრეკის" მარკის, ქალისა და მამაკაცის ორი ველოსიპედის ღირებულება 3 500 დოლარს შეადგენდა. პოლიციის წარმომადგენლის, ენტონი გულელმის განცხადებით, მძარცველებმა ცოლ-ქმრის ბინაში შეღწევა ვერ მოახერხეს.
გატაცებული ევლოსიპედების მოსაძებნად ბალტიმორში სპეციალური დანაყოფი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიებაში სპეციალიზებული დეტექტივები შედიან.