შიშველმა ამერიკელმა ქალმა ორი ავტომობილი გაიტაცა

შიშველმა ამერიკელმა ქალმა ორი ავტომობილი გაიტაცა

აშშ-ში მცხოვრები ქალბატონი ორი ავტომობილის, მათ შორის პატრულის ავტომობილის, გატაცების შემდეგ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გადის. ამის შესახებ Lenta.co.il წერს.

შიშველი ამერიკელი ქალი მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სოლტ-ლეიკ-სიტისთან ახლოს მდებარე ორი რაიონი გაიარა. პოლიციის კაპიტანი ირწმუნება, რომ ქალის არაადეკვატური საქციელი არც ალკოჰოლის და არც ნარკოტიკების ზემოქმედებით იყო გამოწვეული. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება.

პოლიცია ქალს მას შემდეგ დაედევნა, რაც ის ერთი ავტომობილიდან გადმოვიდა, მეორეში - ჩაჯდა და წავიდა. პოლიციელებმა მას მიაგნეს, თუმცა ქალმა არა მხოლოდ მათგან თავის დაღწევა, არამედ საპატრულო ავტომობილის გატაცებაც მოახერხა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს