მსოფლიოს ყველაზე მახინჯ ძაღლად ჩიხუახუა დაასახელეს

მსოფლიოს ყველაზე მახინჯ ძაღლად ჩიხუახუა დაასახელეს

კონკურსში "მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ძაღლი" ჩიხუახუას ჯიშის ოთხი წლის ძაღლმა, სახელად - პრინცესა ები ფრენსისმა გაიმარჯვა.  

კონკურსის 2010 წლის  გამარჯვებულმა ჟიური დაგრეხილი ფეხებითა და ზურგით განაცვიფრა. პრინცესა "ყველა სიკეთესთან" ერთად ცალთვალაა. ტიტულისთვის ბრძოლაში მან აშკარად დაჯაბნა კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ბოქსიორი პაბსტი.

პრინცესა ები ფრენსისის პატრონს პრიზის სახით ათასი დოლარი გადასცეს. დაჯილდოვებისას მან გულახდილად აღნიშნა, რომ საკუთარ ძაღლს სულაც არ მიიჩნევს შეუხედავად. მეტიც, მისი აზრით პრინცესა ები მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ძაღლია.

"მახინჯი პრინცესასთვის" ეს პირველი კონკურსია. პატრონს ძაღლი ხუთი თვის წინ თავშესაფრიდან აუყვანია, სადაც ის ქუჩიდან მოხვდა. 

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს