საცურაო კოსტუმი მუსულმანი ქალებისთვის

საცურაო კოსტუმი მუსულმანი ქალებისთვის

სათათრეთში შარიათის კანონების შესაბამისი სპეციალური საცურაო კოსტუმების გაყიდვა დაიწყეს, რომელიც ქალის სხეულს მთლიანად ფარავს. ამის შესახებ Newsru.com წერს.

"მუსლიმანური" საცურაო კოსტიუმები შარვლის, ზედატანის, საყელოსა და ქუდისგან შედგება. საყელო და ქუდი კისრისა და თმის დასაფარად არის საჭირო. ასეთ საცურაო კოსტიუმებს ყაზანის სამკერვალო სალონში კერავენ და სწრაფად იყიდება.

როგორც სააგენტო "Интерфакс"-ს სათათრეთის მუსულმანთა კავშირის ხელმძღვანელმა ნაილია ზიგანშინამ განუცხადა, საცურაო კოსტიუმებს სპეციალური ქსოვილისგან კერავენ, რომელიც წყალში არ სველდება და მალე შრება.

ჯერჯერობით ამ საცურაო კოსტიუმების გამოყენებას მუსულმანი ქალები მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის დროს შეძლებენ.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ფოტოგელერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს