შიშველმა რუსმა ”სტიუარდესებმა” ავსტრალიაში სკანდალი გამოიწვიეს

შიშველმა რუსმა ”სტიუარდესებმა” ავსტრალიაში სკანდალი გამოიწვიეს

რუსული ავიაკომპანიების ეროტიულ სარეკლამო კამპანიას ავსტრალიაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ინტერნეტით გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმად "Аэрофлот"-მა გამოსცა კალენდარი ნახევრად შიშველი ბორტგამცილებელი ქალების ფოტოებით, ავიაკომპანია "Авианова" კი კიდევ უფრო შორს წავიდა და საზოგადოება ეროტიკული ვიდეორეკლამით გააოგნა.

კომპანია "Аэрофлот"-ის ხელმძღვანელობამ ეს ხმები უარყო:  "ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ინტერნეტით გავრცელებული ყველა ცნობა კალენდრის თაობაზე სიცრუეა. მიგვაჩნია, რომ ეს ფოტოები კომპანიასა და მის თანამშრომლებს შეურაცხყოფს".

გავრცელებული ხმების თანახმად, "Аэрофлот"-ის ეროტიკული ფოტოსესია მაისში ჩატარდა, კალენდარი კი V.I.P.-კლიენტებისთვის არის გამიზნული. ახალ მარკეტინგულ იდეას კომპანიის გენერალურ დირექტორს ვიტალი საველიევს მიაწერენ. ინტერნეტ-გაზეთის Forum-msk.ru ცნობით, კალენდარში რუსი ”სტიუარდესები” სრულიად შიშვლები პოზიორობენ და თავზე საფირმო წითელი ქუდები ახურავთ.

კითხვაზე, თუ როგორ მოხვდნენ ფოტოგრაფი და გოგონა მათ თვითმფრინავში, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "Аэрофлота"-ს გადაღების უფლების თხოვნით უამრავი ფოტოგრაფი აკითხავს, თუმცა ეროტიკული შინაარსის ფოტოგადაღებაზე მათთვის არავის უცნობებია. 

შედარებით მოკრძალებული აღმოჩნდა ავიაკომპანია "Авианова", რომელიც ვიდეორგოლით შემოიფარგლა, სადაც საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი რუსი ასულები თვითმფრინავის წმენდით არიან გართულნი.

ასეა თუ ისე, ორივე რუსული ავიაკომპანიის ეროტიკულ შოუებს ავსტრალიის ბორტგამცილებელთა პროფკავშირში აღშფოთებით შეხვდნენ. მათი თქმით, მსგავსი სარეკლამო კამპანიები ”სტიუარდესებისადმი” მგზავრებს უარყოფითად განაწყობს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს