ჩინელი მეცნიერები შიშობენ, რომ ადამიანის სხეული უმოქმედობით გადაგვარდება

ჩინელი მეცნიერები შიშობენ, რომ ადამიანის სხეული უმოქმედობით გადაგვარდება

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობები მცირდება, - ასკვნიან ჩინელი მკვლევარები. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანმა თავისი პირველყოფილი შესაძლებლობები უკვე დაკარგა.

წინათ რომ ადამიანის შესაძლებლები "ზებუნებრივი" იყო, ამის დასტურად მეცნიერებს ეძველესი ჩინური წყაროები მოაქვთ: ისინი აღწერენ შემთხვევას, როდესაც მსახურმა ერთ დღეში 500 კმ მანძილი დაფარა, რათა იმპერატორისთვის ქლიავი მიერთმია. დღეს მსგავს შედეგს მხოლოდ რჩეული სპორტსმენები თუ აჩვენებენ. 

უახლოეს მომავალში ადამიანის სხეულის ის შესაძლებლობები, რომელიც დღეს ნორმად მიიჩნევა, "ზებუნებრივად" გამოცხადდება.

მეცნიერები შიშობენ, რომ ტექნოლოგიების განვითარება ფანტასტიკური ფილმის - "მატრიცას" სიუჟეტს რეალურს გახდის. მათი პროგნოზით, ადამიანთა მოდგმა იმდენად დეგრადირდება, რომ მხოლოდ ტვინი დარჩება ერთადერთ ორგანოდ, რომელიც მოქმედებას არ შეწყვეტს და ბრძანებებს კომპიუტერს მიაწვდის. სხვა ორგანოები უმოქმედობისგან ნელ-ნელა გამოუსადეგარნი გახდებიან და გადაგვარდებიან.

მომზადებულია topnews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს