ინტერნეტში "მოლაპარაკე პუტინი" გამოჩნდა - რასაც გინდა, იმას ათქმევინებ

ინტერნეტში "მოლაპარაკე პუტინი" გამოჩნდა - რასაც გინდა, იმას ათქმევინებ

ჟურნალმა Esquire თავის საიტზე ვებ-ბმული "მოლაპარაკე პუტინი" განათავსა, რომელიც პრემიერ-მინისტრის გამოსვლების ფრაგმენტთა კონსტრუქტორს წარმოადგენს. ამით საიტის მომხმარებელს საშუალება აქვს, პუტინი სურვილისამებრ ალაპარაკოს.

როგორც გამოცემაში აცხადებენ, "ეს ერთადერთი ადგილია, სადაც პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ამბობს სწორედ იმას, რისი გაგებაც მოქალაქეებს მისგან სურთ".

ჩვეულებრივი სიტყვების გარდა, "კონსტრუქტორით" შესაძლებელია პუტინს ათქმევინოთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: "ოქროს კბილები", "დავიჭერთ და დავსჯით", "შავად შევღებავთ", "ბოლომდე გავანადგურებთ", "მინიმალური ადმინისტრაციული ხარჯებით". ვირტუალური პუტინის სიტყვათა მარაგშია ასევე: "სტალინი", "ღმერთი", "რეპრესიები", "ლამბორგინი" და "კრიზისი".

არასწორი ინტონირებისა და სიტყვათა მარაგის სიმცირის გამო ვირტუალური პუტინის სიტყვით გამოსვლები, უმეტეს შემთხვევაში, არცთუ მთლად დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა წარმოდგენილი კრებულით მაინც შესაძლებელია აზრიანი წინადადებების აგება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს